“თუ 5 მილიონ დოლარს არ ჩარიცხავს, მოკლავენ” – რატომ მოსთხოვეს “ოცნების” დეპუტატს მილიონები?

ქართული ოცნებს წევრ ენზელ მკოიანს აშანტაჟებენ და მოკვლით ემუქრებიან – ინფორმაციას ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი ავრცელებს.

ადვოკატის მტკიცებით, მოქმედ დეპუტატს უცნობი პირები მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

ადვოკატის თქმით, მკოიანს სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს სთხოვენ.

“დაურეკეს მისსავე მობილურზე, Messanger-ის საშუალებით შემოვიდა ზარი, იქიდან მოსაუბრე პიროვნება ესაუბრებოდა რუსულ ენაზე, თუმცა კავკასიური აქცენტით და მას პირადად განუცხადა, რაც ბატონმა ენზელმა მითხრა, რომ ჩამოსცილებოდა საერთოდ პოლიტიკას, ყოფილიყო თავისთვის წყნარად, არსად განძრეულიყო, არავისთან კავშირი არ ჰქონოდა, თორემ მას მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს წაართმევდვენ”, – უთხრა მედიას ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, მკოიანს 4 დღის შემდეგ, ამჯერად WhatsApp-ის საშუალებით დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე 5 მილიონ დოლარს არ ჩარიცხავს, მოკლავენ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქის ქუჩებში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის. ვიდეო მიმდინარე წლის მარტში მომხდარ ინციდენტს ასახავს. გავრცელებული ინფორმაციით, მკოიანთან ერთად ინციდენტში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, ამჯერად “პატრიოტთა ალიანსის” წევრი სამველ პეტროსიანი ფიგურირებს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.