“5 ივლისს საქართველოში კორონავირუსი დასრულდება – 5 ივლისი საბოლოო დღეა”

OK! Magazine Georgia ასტროლოგს მიხეილ ცაგარელს ესაუბრა:

ბატონო მიხეილ, კორონა ვირუსის გავრცელების გამო მსოფლიო უდიდესი განსაცდელის წინაშე დგას. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს პრობლემა?

იქამდე, სანამ კორონა ვირუსი გავრცელდებოდა ერთი თვით ადრე ვსაუბრობდი მე ამასთან დაკავშირებით და ბევრმა წინასწარ იცოდა მოსალოდელი ამბის შესახებ. კორონა ვირუსი გავრცელდა ლაბორატორიიდან, სადაც ცდები ტარდებოდა ღამურებზე. ღამურაზე იმიტომ, რომ ამ ვირუსის გადამტანი აღმოჩნდა, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთ–ერთი ღამურა გაექაცათ ან შეგნებულად გაუშვეს ლაბორატორიიდან და სწორედ აქედან დაიწყო ვირუსის ადამიანებზე გავრცელება.
კორონა ვირუსი შედგება 50 შტამისგან, ანუ 50 სახეობის გრიპი ერთად არის შეერთებული, ამიტომ ვერ პოულობენ ვაქცინას, ადრე თუ გვიან მიაგნებენ, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ მოხდება ეს. ძალიან რთულია ჯერ თითოეული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის და შემდეგ შეჯერებული ვაქცინის მიგნება, სწორედ ამიტომ აქვს ვირუსს დამანგრეველი ფაქტორი.

მინიმუმ 25 აპრილამდე და მაქსიმუმ 5 მაისამდე ჩაირთო მესამე ძალიან მძიმე ტალღა. ინტელექტის მმართველი პლანეტა გადავა ვერძის ზოდიაქოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე აგრესიულ ფორმას კორონა ვირუსი ახლა მიიღებს. მაქსიმალური სიფრთხილის, სიმშვიდის და სიკეთის გამოვლენის დროა ადამიანების მხრიდან.

როგორ შეაფასებდით საქართველოს მიდგომას ვირუსთან მიმართებაში?

ასტროლოგიური თვალსაზრისით მე თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველო ყველაზე კარგად გაივლიდა ამ პროცესს, რადგან არსებობს ეგრეთწოდებული ასტროლოგიური სახლების მცნება, სადაც მეექვსე ასტროლოგიური სახლი მართავს ჯანმრთელობას, და ამ ზონაში საქართველოს პირად ასტროლოგიურ ჰოროსკოპში აღმოჩნდა გამარჯვების მმართველი პლანეტა – იუპიტერი. შესაბამისად, საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები დანაკარგების წინაშე აღმოჩნდება, შედარებით უმტკივნეულოდ გაივლის ამ პროცესებს და ქართული მედიცინაც სათანადო სიმაღლეზე იქნება. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის, რასაც ჩვენი ექიმები აკეთებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

როგორ ფიქრობთ, როდის გადაივლის პანდემია?

ჩვენ გამოვიარეთ სამი ძირითადი ტალღა. პირველი იყო იანვარში, მეორე თებერვალ–მარტში და ახლა ჩვენ გვაქვს მესამე ტალღა, რომელიც დაიწყო 6 აპრილიდან და მოქმედების არეალი დაახლოვებით აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. 5 მაისიდან აშკარად დაიწყებს კლებას და 5 ივლისი არის საბოლოო დღე, როდესაც გადაივლის პანდემია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღარ განმეორდება, არ არის გამორიცხული, რომ მცირეოდენი მასშტაბებით კიდევ შეგვახსენოს თავი. ნოემბრის დასაწყისში კიდევ მოხდება იუპიტერის პლუტონთან შეერთება, თუმცა მთავარი მოვლენები ახლა ხდება”

(ინტერვიუ 8 აპრილს გამოქვეყნდა)

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    Ra dasruldeba axla ufro dlieris gsmohveba undat ro xalxi gatkviton

    . Naxet ra moxdeba.

  2. ანონიმური

    Ra iupiteri ra plutoni laboratoriahi hekmnilia

  3. ანონიმური

    ვინმემ ორსამკვირა ამირანა გამყრელიძესაც რო გააგებინოთ არ გინდაათ?!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.