41 ტროლის ხმა ანუ “მოდელები” და “მსახიობები” ოპოზიციის წინააღმდეგ

მითების დეტექტორმა (MDF) საარჩევნო შედეგების გასაპროტესტებლად ჩატარებული აქციების პარალელურად გააქტიურებული სახელისუფლებო ტროლები გამოავლინა, რომლებიც ერთი მხრივ აქციისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ცდილობდნენ, მეორე მხრივ კი ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებდნენ.

MDF-მა სულ 41 ტროლი გამოავლინა, რომელთაგანაც 2 კატეგორია გამოყო:

  • 16 ტროლი — ისინი, ვინც სხვა ადამიანების იდენტობას იპარავენ;
  • 25 ტროლი — ტროლები, რომლებიც იდენტობას მალავენ.

ამავდროულად, ისინი 2 კატეგორიად იყოფოდნენ ქცევის მიხედვითაც: ერთი ნაწილი თავად აქციის მონაწილოების დისკრედიტაციას ცდილობდა და მათ კორონა ვირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებდა, მეორე ნაწილი კი მთავრობის მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებდა.

სულ გამოვლენილი 41 ტროლიდან, 22-ს სამთავრობო გვერდები და სახელისფლებო საინფორმაციო სააგენტოები აქვთ მოწონებული. მათი უმეტესობა იპარავს მოდელების, მსახიობების და ბლოგერების ფოტოებსა და იდენტობას.

მათ შორის არიან “მარგალიტი” ტროლებიც:

ფოტო: MDF

არის რამდენიმე ანგარიში, რომელიც არ იპარავს სხვის იდენტობას, თუმცა პროფილის მისამართში სხვა ადამიანის ვინაობა ან შეცვლილი დასახელება აქვს მითითებული:

ფოტო: MDF

მათ მიერ გამოყენებული იყო სხვადასხვა შინაარსის შეურაცხმყოფელი, ჰომოფობიური და მადისკრედიტებელი ტერმინები.

გარდა იმისა, რომ ისინი მიმართული იყვნენ ოპოზიციის მიზანმიმართულად დისკრედიტაციისკენ, ხელისუფლებისადმი დადებით პოსტებსაც აქვეყნებდნენ.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    GAGARTYIT YVELAS

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.