4 სცენარი – მოსახლეობის რამდენი პროცენტის აცრა იგეგმება 2021 წელს?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რთულია, მაგრამ შესაძლებელია, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმით გათვალისწინებული, 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60% წელსვე აიცრას. მისი თქმით, ვაქცინაციის გარეშე ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცებთ.

“მე ძალიან მინდა, რომ მოსახლეობის 60% ავცრათ წელს, ძალიან მინდა, რთულია გეტყვით, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის, ამიტომ ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ. აქ უნდა იყოს ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში, უნდა როგორმე დათრგუნოთ ანივაქსერული მოძრაობა, რადგან ხაზსს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია.

შემოვა საქართველოში ის ვაქცინა, რომელიც განთავდება კოვაქს პლატფორმაზე და კოვაქს პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ ვაქცინას ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება. საქართველოში შემოვა ვაქცინა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება რეკომენდირებული”

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს მათ ვაქცინაციის გეგმის დასრულებული პორექტი მიიღეს.

“დღეს არსებობს უკვე პირველი პროექტი, დასრულებული, შემიძლია გითხრათ, ამ ეროვნული გეგმის. დღევანდელ საბჭოზე მოხდა განმეორებით, დასრულებული ვერსიის წარდგენა მხოდა, იყო განხილვა, იყო წინადადებები, შენიშვნები და კონსესუსის წესით მოხდა გეგმის მიღება”

მისი თქმით, ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ გეგმა საკოორდინაციო საბჭოს და შემდეგ საქართველოს მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად.

გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ზეა გათვლილი და ის 8 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • სამიზნე მოსახლეობა და მოცვის ეტაპები;
  • რა სცენარები არის სხვადასხვა ვაქცინების არსებობის პირობებში ქვეყანაში, რომელთაც სხვადასხვა რეჟიმები დასჭირდებათ, ასეთი 4 სცენარია განხილული;
  • როგორი უნდა იყოს სერვისების მიწოდება, ანუ არსებული ქსელის გამოყენება, დამატებითი სიმძლავრეების შემოტანა, მობილური ჯგუფები;
  • როგორი უნდა იყოს გვერდითი მოქმედებების აღნუსხვა;
  • კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ ვაქცინაცია ზოგადად და განსაკუთრებით კოვიდის პირობებში არის ერთ-ერთი მთავარი, რომ პანდემია დასრულდეს.

გამყრელიძემ განაცხადა, რომ გეგმაში თითოეული მიმართულება დეტალურადაა გაწერილი, მასი აღმსრულებელი და პასუხისმგებელი პირების მითითებით. 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.