“4 პაცინეტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო მათ შორის ერთის განსაკუთრებულად მძიმე” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის მათ ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

მისივე თქმით, აქედან განსაკუთრებით მძიმედ ფასდება ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა.

„ამ ოთხი პაციენტიდან ერთი არის განსაკუთრებით მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ ხდება. დაავადება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პროგრესირებს. დანარჩენ სამთან გარკვეულწილად მიღებულია სტაბილიზირება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საშუალებას. ჯერჯერობით მაინც ვამბობთ, რომ ამ პაციენტების მდგომარეობა მძიმეა და დინამიურ მეთვალყურეობას და ანალიზს მოითხოვს“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ ხუთ ბავშვს, ეზუგბაია ამბობს, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ჯანრმთელობას ვუსურვებ თითეულ მათგანს

  2. ანონიმური

    ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ ქალბატონონ მარინა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.