4 პარტია, რომლის აქტივისტებსაც თავს დაესხნენ – “საიას” შუალედური ანგარიში

ამომრჩევლების მოსყიდვა, ძალადობა და მუქარა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ​2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე შუალედური ანგარიშს და გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს.

საერთო ჯამში, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

  • – სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა;
  • – ამომრჩევლის მოსყიდვის 1 შემთხვევა;
  • – მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა;
  • – პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის 3 შემთხვევა.

ორგანიზაციის შეფასებით, სექტემბერი გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით, რამაც საგანგაშო ხასიათი მიიღო ბოლნისსა და მარნეულში. 

ამ მოვლენებს მიღმა, საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტები“) აქტივისტებზე მუქარისა და თავდასხმის შემთხვევებიც. ყველა მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

შუალედურ ანგარიშში საუბარია მხოლოდ სექტემბრის თვეზე.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.