4 ნიშანი, რომელსაც 2021 წელს ფინანსურად გაუმართლებს

თეთრი მეტალის ხარი ბევრ დადებითს გვპირდება, თუმცა გარკვეულ საკითხებში ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს არ გაუმართლებს, მათ შორის ფინანსებში.

2021 წელს განსაკუთრებულ ძალას იკრებს შავი პლანეტა ლილითი და ზოდიაქოს ნიშნები მის გავლენას უნდა უფრთხილდნენ. ლილითი ყველაზე დიდი გავლენას კუროებზე ახდენს, ამიტომ ამ ნიშანს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.

კუროებს ასტროლოგები ფინანსური დანაზოგის მომზადებას ურჩევენ, რადგან მათ შესაძლოა თეთრი მეტალის ხარის წელი ფინანსურად წამგებიანად მოევლინოთ.

ასევე უნდა იფრთხილონ და მუდამ ყურადღებით იყვნენ ვერძები, კირჩხიბები, სასწორები და თხის რქები.

მომავალ წელს ყოველგვარი მოულოდნელობებისთვის კუროების გარდა მზად უნდა იყვნენ კიდევ ლომები, მორიელები და მერწყულები.

ხოლო, 2021 წელს დახმარებისთვის ტყუპებს, თევზებს, მშვილდოსნებსა და ქალწულებს მიმართეთ, რადგან მათ 2021 წელი საკმაოდ პოზიტიურად ესახებათ. მიუხედავად ამისა, ამ 4–მა ნიშანმაც უნდა გამოიჩინოს წინდახედულება და გადაწყვეტილებები სწორედ ამ გზით მიიღონ.

  •  
  •  

One Comment

  1. frolep rotrem

    Very interesting information!Perfect just what I was searching for!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.