36 წლის მამაკაცმა საკუთარი შვილების გადასარჩენად სიცოცხლე გაწირა

ბრიტანეთში, 36 წლის კაცმა და შვიდი შვილის მამამ, ზღვაში სამივე შვილი თავისი სიცოცხლის ფასად დახრჩობას გადაარჩინა. ჯონათან სტივენსი თავის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ბარმეტის სანაპიროზე, უელსში, რა დროსაც მისი შვილები დიდი ტალღის ქვეშ მოყვნენ. ამ ფაქტის შემყურე ლაურა ბარფორდმა სტივენს უთხრა, რომ გადაერჩინა მათი შვილები.

სტივენმა სამივე შვილის გადარჩენა მოახერხა, თუმცა მან ძლიერი მოქცევის ფონზე უკან გამოსვლა ვერ მაოხერხა და უგონოდ წყალში ჩაიძირა. მისმა შეყვარებულმა მედიასთან საუბარში განაცხადა: „ მე აბსოლუტურად განადგურებული ვარ, რადგან დავკარგე ჩემი ცხოვრების სიყვარული. იგი დაიღუპა თავისი ბავშვების გადარჩენის მცდელობის დროს. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს ამ ტკივილს. ბავშვების „დაბრუნების“ გამო მე მუდამ მისი მადლიერი ვიქნები.

სტივენსის უგონო მდგომარეობაში მყოფი სხეული საჰაერო ტრანსპორტით წაიღეს, თუმცა მისი გარდაცვალების ფაქტი მისი საავადმყოფოში მიყვანამდე დადასტურდა- იგი ასფიქსიით გარდაიცვალა.

ნიუპოსტი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.