31 ოქტომბერს მივიდეთ და ღირსეულად გავიმარჯვოთ – გიორგი გახარია

აპარლამენტო არჩევნები ყველანაირი გართულებისა და პროვოკაციის გარეშე უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა და “ქართული ოცნების” სიის პირველმა ნომერმა განაცხადა, მმართველი პარტია ის ძალაა, რომელიც პოპულისტურ დაპირებებს არ გასცემს. 

„ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს მსოფლიოში გლობალური გამოწვევები, გლობალური კრიზისია. ბევრი პროცესი გაჩერდა ტურიზმის მიმართულებით, ეკონომიკური კრიზისი რეალობაა, სამუშაო ადგილებს ჩვენც ვკარგავთ და მსოფლიოში ბევრი ქვეყანაც. ამიტომ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანაში არის გამოწვევები, რომლის მოსაგვარებლად არცერთი დღე არ უნდა გავჩერდეთ. ამის მაგალითია ის სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც პანდემიის მიუხედავად, ყოველდღე გრძელდებოდა და არცერთხელ არ გაჩერებულა. ამის მაგალითია ის, რაც ახალციხის, ვალეს პრობლემა კანალიზაცია არცერთი დღე არ გაჩერებულა, მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება, რაც არასდროს ყოფილა. 24 საათიანი წყალმომარაგებაც იქნება და კანალიზაციაც იქნება. არასრდროს ყოფილა ისეთი დონის და ისეთი სისწრაფის რეკონსტრუქცია გზაზე, როგორიც არის ახალციხე-ნინოწმინდა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ და ნორმალურ ქვეყანაში გავზაროთ ჩვენი შვილები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არანაირი სხვაობა არ იყოს ადამიანი ცხოვრობს ახალციხეში, ვალეში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში თუ რუსთავში. თანაბარი პირობები ყველასთვის- ამისთვის ვატარებთ ისეთ სისტემურ რეფორმებს, როგორიცაა განათლების რეფორმა, სოციალური დახმარების რეფორმა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, იშრომოს ღირსეულად და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი

ყველანაირი გართულებების და პროვოკაციების გარეშე, 31 ოქტომბერს მივიდეთ და ღირსეულად გავიმარჯვოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელიც რაიმე პოპულისტურ დაპირებას გასცემს. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც მოქალაქეებს ვპირდებით. ჩვენ პროგრამის შესაბამისად თითოეული დღე გვაქვს გაწერილი. მინდა გითხრათ, რომ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელშიც ვსაუბროთ, დამატებით ინვესტირებული იქნება 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს კონკრეტული პროგრამები და პროექტებია, რომელიც უკვე განხილული გვაქვს“

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    girseuli agariqneba rac tqven garejze ikadret es1 da meore ragindat tqvat rom nadzirlebi charboben vidre patriotebi?kotesnairi gios nairi garikas nairi da natiasnairi nagvebi cotani arian

  2. ანონიმური

    ღმერთმა ნუ ქნას თქვენი გამარჯვება ჩვენზე და საქართველოზე, ნურც ნაცსექტის!

  3. რატი

    და რატომ უნდა გაიმარჯვოთ?რატომ უნდა მოგცეთ ხალხმა ხმა?

  4. ანონიმური

    გაიმარჯვებს ოცნება-დემოკრატიული საქართველო დიდი პროცენტით სხვებთან შედარებით. ა რ ა ნაცებს.

  5. ანონიმური

    მიშასაც ეგონა რომ სულ იქნებოდა .თქვენც ნუ იოცნებეთ რომ სულ იქნებით.ბევრს ნუ დააშავებთ რომ გასაქცევად არ გაგიხდეთ საქმე ან დასაჭერად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.