300 ბავშვი გააუპატიურა და სასტიკად სცემა – 65 წლის პენსიონერი დააკავეს

ინდონეზიის პროკურატურის განცხადებით, ეროვნებით ფრანგი პედოფილი შესაძლოა, დახვრიტონ იმის გამო, რომ მან 300-ზე მეტ ბავშვი გააუპატიურა. მამაკაცმა ფიზიკურად იძალადა იმ არასრულწლოვნებზე, რომლებმაც უარი განაცხადეს სექსუალური ურთიერთობა დაემყარებინა მასთან.

ინდონეზიის პოლიციის განცხადებით, 65 წლის პენსიონერი აბელო კამილე გასულ თვეს ინდონეზიის ჯაკარტის ერთ-ერთ სასტუმრო ოთახში დააპატიმრეს, სადაც ორ არასრულწლოვან გოგონასთან ერთად იმყოფებოდა.

ზემოხსენებული დანაშაულების დადასტურების შემთხვევაში, კამილეს მსროლელთა ჯგუფი დახვრეტს ციხეში. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ვიდეოკამერით იღებდა სექსუალურ აქტებს და აგრეთვეაიძულებდა არასრულწლოვნებს ერთმანეთში ეჩხუბათ. გამომძიებელთა თქმით, კამილეს ლეპტოპში აღმოჩენილია არალეგალური, კანონსაწინააღმდეგო სექსუალური ურთიერთობისა და ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეოები, რომლებზეც ასახულნი არიან 10-იდან 17 წლამდე არასრულწლოვანი ახალგაზრდები.

პედოფილი სატყუარას სახით ბავშვებს მოდელობას სთავაზობდა, რომლებთანაც შემდეგ სექსუალურ ურთიერთობებს ამყარებდა. იგი მათ სექსისთვის 17 $-ს სთავაზობდა, ხოლო მათ ვინც ამაზე უარს იტყოდნენ, სასტიკად სცემდა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. მამხილებელი,ტრამპი და ალიანსი

    დედა ტერეზა და ჰილარი კლინტონი ბავშვებს ყიდდნენ?(თუმცა არაფერია გამორიცხული!)
    https://www.youtube.com/watch?v=v2jMLXXEPOI

    1. მამხილებელი,ტრამპი და ალიანსი

      SOS. გადაეცით დ.კ.ც.თუ რას წარმოადგენს ჯანმოს გენერალური დირექტორი:). შოკისმომგვრელი კადრები 🙂 https://www.youtube.com/watch?v=mI3PUvW7PVk

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.