“28 000 კი არა 16 000 მაქვს ხელფასი” – რას წერს დავით საგანელიძე თაკო ჩარკვიანს

„როცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დედასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ საჯაროდ ვისაუბრე, ამით დავით საგანელიძე გავანაწყენე. მან წერილი მომწერა – პირველად ვამბობ ახლა ამას.

ის მწერს:

„პატივის გცემთ და მინდა აგიხსნათ, რომ ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოები საპარტნიორო ფონდში 7 წელი შედიოდნენ. თუმცა, ბოლო 1 წელია, რაც ამ ფონდის შემადგენლობაში აღარ არიან. 

თქვენ, რომ წერთ ხელფასი 28 000 აღარ მაქვს, 16 000 ლარი – მაქვს” – დავით საგანელიძე. 

ცოტა გამიკვირდა ამ წერილის ფორმა და ახლა, მინდა მას ვუპასუხო: ონკოლოგიური და რესპუბლიკური კლინიკები რომ საპარტნიორო ფონდმა დააქციეს, ამაზე თაკო ჩარკვიანი კი არა, მის კოლეგა ექიმებს სხვადასხვა ეთერით არაერთხელ უსაუბრიათ.

მის წერილს პირადად არ ვუპასუხე. რა შემიძლია ვუთხრა ადამიანს, რომელიც მწერს, რომ 28 000 ლარი კი არა, 16 000 ლარი მაქვს ხელფასი და ბოლო ერთი წელია ეს კლინიკები საპარტნიორო ფონდში აღარ შემოდისო?! უკაცრავად, მაგრამ ის 7 წელი ხომ იყო მათ შემადგენლობაში? ექიმია ბოლოს და ბოლოს. ” – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დავით საგანელიძეს ასე მიმართა:

„ყველა არამზადა არ შეიძლება ექიმი იყოს, (პარტნიორთა ფონდი დიდი ხელფასებით, დავით საგანელიძევ, 28 ათასი ხელფასით როგორ ხართ?) ტელევიზიებით მოგადგებით ადგომიდან პირველივე დღეს! რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას მიხედეთ ხელისუფლებავ! მე მივხედავ მაგის გარანტიას გაძლევთ!”- წერდა თაკო ჩარკვიანი.

პრაიმტაიმნიუსი

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    სრულ სიმართლეს ბრძანებს თაკო ჩარკვიანი.

  2. ანონიმური

    pu bidzinas mona pefopili 18 clips gogokavs colada es gori

  3. ანონიმური

    garik mifi moucove saganelidzes tbiliselo shenc da nati shenc esec chkviania co?

  4. ანონიმური

    შეგეცით პროჭში ორივეს.ოღონდ ჯერ საგანელიძეს

  5. უსახელო

    თაეო თქვენს მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი ეს რა მიქენი გოგო დამღუპე ხახაა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.