27 წლის ბიჭი ოკუპანტებს ჩაბარდა – “გვითხრა, რომ თბილისში ხალხი შიმშილის ზღვარზეა” – “გამოვიძიოთ ეს საქმე”

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:

*თქვენთვის არ ვიცი და ჩემთვის ახალ ამბავს გავაზიარებ:

2020 წლის 28 დეკემბერს, 27 წლის ბექა ფარჩუკაშვილმა გადაკვეთა ოკუპაციის ხაზი სოფელ ახმაჯთან და ჩაბარდა საოკუპაციო რეჟიმის წარმოდგენელებს იმ მოტივით, რომ საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში ცხოვრება გაუსაძლისია.
ჩაბარების პროცესში, მან შეგნებულად დააზიანა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ითხოვა თავშესაფარი.

არ ვიცი, რამდენად რეალურია ეს ისტორია ან რამდენად რეალური პიროვნებაა ზემოთხსენებული ბ.ფარჩუკაშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ საოკუპაციო რეჟიმი აშკარად გააქტიურდა და საკმაოდ სერიოზულ, წინა პერიოდისგან გამორჩეულ ანტიქართულ, მიზანმიმართულ პროპაგანდას ეწევა.

იქნებ ერთად ვცადოთ და ვიპოვოთ ბექა ფარჩუკაშვილის ოჯახი, დაველაპარაკოთ და გავარკვიოთ მისი საქციელის რეალური მოტივი.

არ გამოვრიცხავ, რომ ბექა ფარჩუკაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი ფანტომია.

მით უფრო საინტერესო იქნება ამ საქმის გამოძიება.”

შეგახსენებთ, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქის მიერ ცხინვალში გადასვლის ფაქტის შესახებ განცხადება გააკეთა და თქვა:

„2020 წლის 28 დეკემბერს ახალგორის რაიონის სოფელ ახმაძის ტერიტორიაზე საზღვრის დარღვევის გამო დააკავეს საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები 1993 წელს დაბადებული ბექა ფარჩუკაშვილი, გაირკვა, რომ საქართველოში კოვიდ-19 ინფექციის პანდემიის პირობებში მოსახლეობის დიდი ნაწილი გაუსაძლის მდგომარეობაშია და ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზეა, ხელისუფლება კი დაკავებულია პოლიტიკური ბრძოლით. ფარჩუკაშვილის დიდი ხანი უშედეგოდ ეძებდა სამსახურს, რის შემდეგაც მან საზღვარი გადმოკვეთა.”

დე ფაქტო კომიტეტის ინფორმაციით, დაკითხვისას მან განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებასა და ამის სადემონსტრაციოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთი დახია

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    aba midi aginet meti raici bidzinas minetebma

  2. ანონიმური

    ocnebis fefismtkvneli იანვარი 22, 2021 at 04:56
    kvelas vinc kide 42s mxardamcherebixart mogitkant ojaxis titoeuli cevri tqven dedikoebs clebscds shvilebs sheca dampalma bidzinas zebram tqve manqurtebo mogitkant ojaxshi kvela patar

    REPLY

  3. არარაობა ხარ და ეს თავადაც იცი.

    ჩაბარდა და თუ ჩააბარეტ, ესეც ახალი პროვოკაცია, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

  4. ანონიმური

    magis pchxilad girxar she martla araraoba 41s mineto?

  5. ანონიმშიკ

    შენნაირმა ერთუჯრედიანმა კოპროლალებმა გაუფუჭერს ნაცებს საქმე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.