„26 მაისის აქციას შალვა უნდა შემოერთებოდა, მითხრეს, რომ 300 000 $ აიღო, მოსკოვიდან გამოუგზავნეს და არ მოვიდა“

„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.

– შენ „სახალხო კრების“ ერთ–ერთი დამფუძნებელი იყავი. „სახალხო კრება“ ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერი ორგანიზაცია იყო. დღეს ნინო ბურჯანაძე გაერთიანებულ ოპოზიციაშია „ნაცებთან“ და ევრონაცებთან“ ერთად.

– გული დამწყდა, ნინო ბურჯანაძე რომ მაგათთან მივიდა. გაიხსენოს, რამდენი გვაქვს გადატანილი ერთად მიშას ოპოზიციაში ყოფნისას,  26 მაისი და სხვა აქციები გაიხსენოს, ველურებივით რომ დაგვარბიეს „ნაცების“ „ზონდერებმა“. მაკო გომური ბავშვია და თვალი რომ დასთხარეს, ეს  ტრაგედიაა, ძალიან მეწყინა. თუმცა, როდესაც ნინო ბურჯანაძე მაკო გომურზე ლაპარაკობს, იქვე გაიხსენოს 26 მაისს მოკლული ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი. 25  ივნისს  დაზარალებულ და ნაცემ ხალხზე რომ ლაპარაკობს, 26 მაისს ფეხქვეშ რომ გაგვიფინეს „ზონდერებმა“, თავები დაგვიხეთქეს, ეგეც თქვას.

ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელები ბევრნი იყვნენ მათ შორის, მისი ერთგული თანამებრძოლები და მათზე იდგა პარტია. მიკვირს, ნინო ბურჯანაძე იქ რომ არის. კი, მისი ნებაა, იქ რომ ზის და ამას არავინ  უშლის. ეგ არის, „ნაცებს“ იმ შავბნელ წარსულს აღარ უხსენებს. ნინო ბურჯანაძეს ყველა არჩევნებში ჰქონდა  ხმების 8–10%. უკეთესი იქნებოდა, დამოუკიდებლად გამოსულიყო არჩევნებზე, ამ ხმებს მიიღებდა და შევიდოდა თავისი გუნდით პარლამენტში  დაუმადლებლად და დაუყვედრებლად.

ახლა, რომც მოხვდეს პარლამენტში, სულ „ნაცების“ მოკავშირეობა უნდა წამოაძახონ. რეიტინგი, მხარდამჭერებიც დაკარგა „ნაცებთან“ და ბოკერიას გვერდით დგომით. ამას გულდაწყვეტით აღვნიშნავ და ვერ გამიგია, ეს ნაბიჯი რატომ გადადგა ბურჯანაძემ.  

ერთსაც დავამატებ, ბარემ 26 მაისზე ვლაპარაკობთ. 26 მაისის აქციას შალვა ნათელაშვილიც უნდა შემოერთებოდა. 25 მაისს, საღამოს უნდა მოსულიყო. ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ნათელაშვილმა ამაში 300 000 დოლარი აიღო. ეს ფული მოსკოვიდან გამოუგზავნეს. არ მოვიდა შალვა და დაგვაღალატა, არადა, ველოდებოდით მასაც და მის მხარდამჭერებსაც. გვიღალატა შალვამ. ესეც არ ახსოვს ქალბატონ ნინოს? ამ ფულის ამბავი მომიყვა კაცმა, რომელსაც რუსეთიდან ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, მოვიდა თუ არა შალვაო. ეს ფული აიღო და არ დააბრუნა შალვამ. თანხის მცირე ნაწილი, როგორც  მითხრეს, გადაურიცხა 26 მაისს დაჭერილ რამდენიმე ადამიანს, 1000–1000 ლარი,  დაახლოებით 20 კაცს. დანარჩენი ფული რომ მოჰკითხეს, უთხრა, ის ფული საპატრიარქოს შევწირეო. რაც  მითხრეს, იმას გიყვები.

ამ ამბავს აუცილებლად ვკითხავთ შალვა ნათელაშვილს. შენი ლაპარაკიდან გამოდის, რომ ფიქრობ, არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს?

– კი, ეგეთი პირი უჩანს. ეს გაერთიანებული ოპოზიცია ვერ გაუწევს კონკურენციას „ქართულ ოცნებას“. კი, მძიმე არჩევნები იქნება, ბრძოლა იქნება, მაგრამ ოპოზიციას ისეთი კანდიდატები ჰყავს და ეყოლება, იმათ ხალხი ხმას არ  მისცემს. ისევ იმ სურათს მივიღებთ, რაც დღეს არის პარლამენტში. „ქართული ოცნება“ და „ნაცები“, იგივე გაერთიანებული ოპოზიცია. რამდენიმე ახალი სახე მოხვდება პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციიდან, არანაცები და ეგენი ვერაფერს შეცვლიან.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №21

  •  
  •  

9 Comments

  1. ცოტნე დადიანი

    შე ჩემა , რუსულად გეტყვი: ты чего хуй спальцем сровниваешь?რუსეთის მომხერეების დარბევას ადარებ პატრიოტების თვალების დათხრას? შენი ჩამშვები და პლაგიატორი მამას
    დააჯვა მთელმა საქართველომ საფლავზე.

    1. ანონიმური

      ვინ იყო იქ პატრიოტი? ბავშვები? რომლებიც ნაცებმა გააბრიყვეს და სალაპარაკო თემად გაიხადეს? ვაი თქვენს პატრონს

    2. ანონიმური

      ცოტნე დადიანი ხარ არა შე ნაბოზვარო..მიცვალებულების გინებაში ბადალი არ გყავთ…

  2. ანონიმური

    ჩაჯვი არ გამოგივიდა ჩაფიქრებული საძაგლობა და გაგიჟდი?ქართველთ მოძულევ,,ინტრიგანო,საზიზღარო არსებავ,შენ რა ღირსი ხარ ამ ანგელოზივით ბავშვის და მისი ღირსეულ ბიძაზე ილაპარაკო ,არ გამოგივიდა და არც არასოდეს გამოგივა,იმიტო რომ ქვეყანამ იცის ვინც ხარ!!!!

    1. ანონიმური

      ocnebis chajvs ganaxeb archevnebze kutu

  3. ანონიმური

    მე მითხრეს, რომ ამირეჯიბი ჭავჭავაძეზე ჯვავს და შიგ ყვავილებს რგავს!!!

  4. ანონიმური

    ნათელაშვილი ფულის გამო ყველაფრისმაკდრებელია

  5. Templeri kristes jariskaci

    Politikuri gvamebi ocnebis aktivistebi samarcxvino mogalateebi xart sisxlis samartlis damnashaveebi pasuxs agebt

  6. cheap flights

    Hello, I read your blog like every week. Your writing style
    is witty, keep doing what you’re doing!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.