“240-მდე სტუდენტმა ქირა ვერ გადაიხადა და ბინიდან ნივთებს უგდებენ – სია მაქვს, დავეხმაროთ”

თამარ ბალკანია, სოციალურ ქსელში წერს:

ამბავი ასეთია: გალიდან 240 მდე სტუდენტს, რომელებიც თბილისში სხვადასხვა უნივერიტეტში სწავლობენ ბინის ქირა აქვთ გადასახდელი და იმის გამო, რომ ამჟამად ისინი არიან გალში (გასაგები მიზეზთა გამო ღიად ვერც საუბრობენ) თან არც აქვთ შემოსავალი ფულს ვერ იხდიან ხოლო ბინის მეპატრონეები მათ ნივთებს #დარჩიშინიდან გარეთ აგდებენ.
ეს ქირა გადასახდელია, თან მინდა გითხრათ, რომ ამ ვითარებაში ეს ჩვენი, ვგულისხმობ ყველას, ვალია რომ დავფაროთ. ახლა სჭირდებათ მათ ჩვენი არა მხოლოდ გვერდში დგომა, არამედ, რომ იცოდნენ რომ, ვიცით რომ აფხაზეთი ოკუპირებულია! ვიცით ვიაზრებთ და ვმოქმედებთ!
ამ ბავშვთა სია არსებობს, არსებობს ასევე კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლები, რომლებსაც შეუძლიათ მაგ. ან 200 ლარიანი სტიპენდია დაუნიშნონ ( 1), ან საკუთარი კამპუსები დაუთმონ(2), ან მოძებნონ სასტუმროები (3), რომლებიც ამ პერიოდში უსასყიდლოდ შეუშვებენ ბავშვებს. ან სახელწიფომ აიღოს ვალდებულება ამ ბავშვებზე პატრონაჟი(4).
ეს უნდა მოხდეს დროულად, თუ მართლა, ვფიქრობთ რომ აფხაზეთი საქართველოა.
ჩემს მეგობრებს კი ვთხოვ გალის სტუდენტების და მათი მშობლების ხმა იმ ხალხამდე მივიტანოთ ვისაც ქმედითი რესურსი აქვთ დახმარების. ან სასტუმრო, ან ფული ან უბრალოდ ბერკეტი რომ ეს პრობლემა მოგვაროს.
აფხაზეთიდან ახალგაზრდები ჩვენ გველოდებიან! #დავეხმაროთაფხაზეთს
#განათლებახელმისაწვდომიაფხაზეთისთვისაცგავხადოთ
#ნუდავტოვებთოკუპირებულსახლშისტუდენტებს

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    შე მამაცხონებულო, იცი დისტანციურზე გადადიხარ, იცი სახლში მიდიხარ და მინიმუმ სექტემბრამდე სწავლა არ დაიწყება. ვერ დაცლი ნაქირავებ ბინას? რისთვის იტოვებ მერე რომ იწუწუნო?

    1. მაგი!

      მართალი ხარ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.