“24 ნოემბერს კოვიდ19-ით 34 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მამაჩემი იყო…”

დამოუკიდებელი, სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მამაჩემი იყო: მორწმუნე მართლმადიდებელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, გიორგი ნიკოლეიშვილი-უბრალოდ, მამაჩემი.

გაგანია კომუნისტების დროს, თვითონ პარტიის წევრი, მასწავლიდა, ძილის წინ ყოველთვის თქვიო: “დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი სასთუმალს დამეფინება”.

დღეს უკანასკნელ მიწიერ გზაზე გავაცილეთ. მის სულს გრძელი გზა აქვს გასავლელი. . . შეგნებულად არ შევატყობინეთ ახლობლებს. ვინც მაინც გაიგო, ვთხოვე, არ მოსულიყვნენ, ხალხის შეკრებით ადამიანის დასნებოვნების ცოდვას ვერ დავიდებდით კისერზე, ერთი პატარა სანთელი დაუნთეთ-მეთქი, სახლში. ამაზე დიდი მადლი მამასთვის რა იქნება! …

აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, მამას მეგობარი, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაინც მოვიდა დაკრძალვაზე, გარეთ, მოშორებით დავდგები, ძმაკაცი იყო ჩემიო! რამდენი მონოგრაფია და სამეცნიერო ნაშრომი გამოსცეს ერთად ამ ბოლო წლებში! ახლა, იაპონიაში, კონფერენციაზე გაუგზავნიათ ერთობლივი, სტატია. ხუთშაბათს დაიბეჭდებაო, ბატონმა ელგუჯამ, მოგაწვდიო. როგორ უხაროდათ ყველა ახალი ნაშრომი! მამა ამ სტატიას ვეღარ წაიკითხავს. . .

ვერც ასავალ-დასავალს წაიკითხავს შემდეგ ორშაბათს, რომლის ყველა ნომერს ელოდა და ბოლომდე კითხულობდა ორშაბათსვე, დიალიზის დროს… გაანათლე, უფალო, მამაჩემის სული . . .”

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    shennairi shvìlis xelshi mokvdeboda she 41s klit gasieblo

  2. ანონიმური

    გისამძიმრებთ. ნათელი არ მოაკლოს უფალმა

  3. ანონიმური

    დედას გავხარ თუ მამას:) ეგეთი ტურფა!

  4. simartle

    კალბატონო მაია ნატელსჰი გკავდეტ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.