“საგანგებო” მთავრდება და შეზღუდვები რჩება – რა ცვლილებას ითხოვს კანონში გახარია?

საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარების გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერი აპირებს კანონში ცვლილებები შეიტანოს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გარეშე გააგრძელოს შეზღუდვები – არ იქნება საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ შეზღუდვები “საჭიროა” და ამისათვის კი კანონის ცვლილებაა აუცილებელი, რადგან – კანონი არ იცნობს ასეთ “უცნაურობას” – არ იყოს საჭირო საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ მაინც დაწესდეს ის შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს წესდება.

პრემიერი:

„მაგრამ აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი.

შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის ის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის, ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია, ვმართოთ ეპიდემიური რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე”

“ალია” – მთავრობას არ შეუძლია საგანგებო მდგომარეობის გარეშე დატოვოს კომენდანტის საათი, არ შეუძლია, აუკრძალოს 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს გარეთ გამოსვლა, საგანგებო მდგომარეობის გარეშე და არ შეუძლია შეზღუდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა – საგანგებო მდგომარეობის მოხსნის პირობებში.

რომელი აკრძალვის დატოვებას ფიქრობს მთავრობა? სამივე უნდა რომ დატოვოს, თუ მხოლოდ ორი, ან ერთი? – ამაზე პრემიერს არ უსაუბრია.

ხელისუფლებას სჭირდება ასევე სამართლებრივი საფუძველი იმისათვისაც, რომ აკრძალოს 10 და მეტი ადამიანის ერთად შეკრება – სწორედ ამ შეზღუდვებისთვის სჭირდება კანონში ცვლილება – გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ არც გაუქმდება, ფურცელზე გაუქმებული იქნება, მაგრამ რეალურად ცხოვრებას გავაგრძელებთ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით.

თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამაიმედებელია, თუ პანდემია ვმართეთ, რატომ უნდა გაგრძელდეს შეზღუდვები – უცნობია.

ერთმა კაცმა თქვა ჩურჩხელა არ მიყვარსო, როგორო ჰკითხეს, თხილი არ გიყვარსო? – კი, მიყვარსო. – აბა, თათარა არ გიყვარსო? – ეგაც მიყვარსო. – აბა, ძაფს არც ჩვენ ვჭამთ, ბიძიაო.

ხოდა, თათარაც გვიყვარს და თხილიც, მაგრამ ძაფის ჭამის დროაო, დაახლოებით, ეგ ცვლილება შევა კანონში და ამ ცვლილების გამოყენება მთავრობას შეეძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დროს შეეძლება დააწესოს შეზღუდვები, მაშინაც კი, თუ არც პანდემიაა, არც საგანგებო მდგომარეობა და არც შეზღუდვის საჭიროება.

პირდაპირ საარჩევნო კანონში ჩაგეწერათ ბარემ, რომ არჩევნების წინ, მთავრობა იტოვებს უფლებას, შეზღუდოს გადაადგილება, შეკრება და ყველა შეზღუდვა გამოიყენოს, რომ მოიგოს არჩევნები!

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ama trakshimdzromelebo metrevelebo otxmezurebo da ojaxmotknulo momkreebo parchskebo sheentet

  2. ანონიმური

    აგვიანებ გარშემორტყმული ნიკოლოზ კომენტარს არ დაიბრუნოს ინდიანასთან კლეო

  3. ანონიმური

    jer eg ucovs da mere gaaketebs komentars au bidzinas momxreebo dedebs sheveci tqvensas satanebo gamkidvelebo

  4. ანონიმური

    bidzinistebo shegecit tqve mishistebis nairebo pu tqveni dampali dedamovtkan

  5. eldari

    cedat gvak Sakme sasacilot da katvelbma ertmanetis lanzxva ginebashi ar unda gavatarot gverdita mezobeli Sakmes iketebs chven kartvelebi zogiertebi azrze movlen smashoblos tavze damxoben jobs ertad viyot

  6. ორმა

    თავი ხომ არაფერზე მიგირტყიათ ??გასაგებია როდესაც ეპიდემია მძვინვარებს, მაგრამ ტურისტებს უშვებ და ჩვენ აკრძაკვებს გვიწესებთ ? მე მგონი ამათ დიქტატურის დამყარება უნდათ .აგარაკიდან მშობლები ვერ ჩამოვიყვანე თურმე 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება ,ყველაფერი გახსნეს .როგორ ჩამოვიყვანო ბავშვებს ვერ დავტოვებ და კივართ 3 ??? მიზანი მიყხარით ახლა ამის ?

  7. ირმა

    თავი ხომ არაფერზე მიგირტყიათ ??გასაგებია როდესაც ეპიდემია მძვინვარებს, მაგრამ ტურისტებს უშვებ და ჩვენ აკრძაკვებს გვიწესებთ ? მე მგონი ამათ დიქტატურის დამყარება უნდათ .აგარაკიდან მშობლები ვერ ჩამოვიყვანე თურმე 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება ,ყველაფერი გახსნეს .როგორ ჩამოვიყვანო ბავშვებს ვერ დავტოვებ და კივართ 3 ??? მიზანი მიყხარით ახლა ამის ?

  8. ბელა

    რა შუაშია ქოცები ნაცები რომ ყოფილიყვნენ შეიძლება იგივე გაეკეთებინათ ამას არც ნაცები და არც ქოცები წყვეტენ საიდანაც არის ბძანება კარგად იციან უმორჩილესად ვითხოვთ ხალხს დაეხმარეთ და ტრანსპორტი დაუშვით ,რს დამშეული ხალხი თუ გამოვიდა ვეღარაფერი შეაჩერებთ,, თქვენ სამსახურიც გაქვთ და მანქანებიც , მომავალი უზრუნველყოფილი და ჩვენ რა ვქნათ დღევანდელი დღით ვინც ვცხოვრობთ.

  9. გელა

    რა შუაშია ქოცები ნაცები რომ ყოფილიყვნენ შეიძლება იგივე გაეკეთებინათ ამას არც ნაცები და არც ქოცები წყვეტენ საიდანაც არის ბძანება კარგად იციან უმორჩილესად ვითხოვთ ხალხს დაეხმარეთ და ტრანსპორტი დაუშვით ,რს დამშეული ხალხი თუ გამოვიდა ვეღარაფერი შეაჩერებთ,, თქვენ სამსახურიც გაქვთ და მანქანებიც , მომავალი უზრუნველყოფილი და ჩვენ რა ვქნათ დღევანდელი დღით ვინც ვცხოვრობთ.

  10. ანონიმური

    mikvirda kle metrevels rato edo ocnebis trakshi tavi turme deputatoba unda nabichvar bidzos tesls

  11. გია

    putinis skolaaa ,da egre miyvebian meti arc ician

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.