21 წლის გოგომ თავი მოიკლა – “უნამუსოდ ვთქვათ რომ ცხოვრება გრძელდება?”

სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე სამწუხარო ფაქტის შესახებ პოსტს აქვეყნებს, მისი ინფორმაციით, ათენში 21 წლის გოგომ თავი მოიკლა.

„თავი მოიკლა ემიგრანტმა 21 წლის ლია ადამაძემ საბერძნეთში.

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

როცა დედას შვილი უკვდება, მისი ცხოვრება იმ ერთადერთის სუნთქვის გაჩერების მომენტიდან ჩერდება…

დედის გული ტკივილს არ წყვეტს, თუმცა წყვეტს ფეთქვას, დედის თვალი სამყაროს ხედავს ლამაზად, თუმცა მაინც ბრმავდება, თავისუფლად სუნთქავს, თუმცა მთელი სამყაროს ჟანგბადი არ ჰყოფნის.

იქ,სადღაც, ტკივილი არ ყუჩდება, მონატრება არ ქრება, დაჯერება შეუძლებელია და ამის მერე უნამუსოდ უნდა ვთქვათ რომ ცხოვრება გრძელდება?

– არა! როცა დედას შვილი უკვდება, ცხოვრება არ გრძელდება, ცხოვრება მიდის თავისთვის და დედა მარტოა, თუნდაც გარს მთელი კაცობრიობა ეხვიოს.”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    emigracia didi presia!

  2. ანონიმური

    სადაც ჯოჯოხეთი გაქვს ყველგან პრესია!

  3. ანონიმური

    😪ძალიან მეტკინა გული,სული…ეცხოვრა უნდა ამ გოგოს,რა დაუშავა სამყარომ ,რად განერიდა.

  4. ანონიმური

    საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები შემდეგი სახის ინფორმაციას ქყვეყნებენ:

    “მეგობრებო, სიტუაცია რთულადაა და ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება. ათენში გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა, ლია ადამაძე. მისი დაკრძალვა ათენში გადაწყვიტეს, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

    ფინანსური სახსრების უქონლობის გამო, ლიას ოჯახს ჭირდება ჩვენი დახმარება.

    1200 ევრო მოითხოვა დამკრძალავმა ბიურომ, ემატება საფლავის ხარჯებიც.

    მოგმართავთ თხოვნით, ვისაც რისი საშუალება გექნებათ, ხვალ 12 საათზე წმ. პანტელეიმონის ტაძარში, ათენში, იქნება ორი ქალბატონი, ნესი რობაქიძე და სოფია ბასილაძე. ვისაც გექნებათ დახმარების სურვილი, გთხოვთ არ დაიშუროთ და რაც შეგიძლიათ, ლიას სახელზე დატოვოთ”.

    კომენტარებში წერენ, რომ ლია ადამაძე იმ ბავშვის დეიდაა, რომელმაც შარშან თავი ჩამოიხრჩო:

    “საქართველოში შარშან ბავშვმა რომ თავი ჩამოიხჩო, კლასელები დასცინოდნენო, იმ ბავშვის დეიდაა ეს გოგო, საწყალი დედამისი, ჯერ შვილიშვილი, ახლა შვილი, რას უძლებს ადამიანი”;

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.