“2021 წელს ყველაფერს გავაკეთებთ ეკონომიკური ზრდისთვის” – რის გაკეთებას აპირებს არჩევნების შემდეგ მინისტრი?

საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5 პროცენტით შემცირდა.

„გახსოვთ, აპრილის თვეში ეკონომიკური ზრდა შემცირდა 16,5%-ით, მაისში ნაკლები შემცირებაა – 13,5%. აქ მთავარი ფაქტორი არის, რომ მაისის ბოლო დეკადა უკვე აღარ იყო საგანგებო მდგომარეობა და გარკვეული ბიზნეს საქმიანობები იყო უკვე დაწყებული. ზოგადად, ეს სტატისტიკა იყო მოსალოდნელი. პირველ რიგში, კიდევ ვამბობ, რომ მთავარი არის, რომ აპრილი, მაისი ჩვენ მაინც რეჟიმში ვიმყოფებოდით და სრულიად შეგნებულად გვქონდა შეჩერებული ბიზნესაქტივობა, ადამიანების მობილობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, გადავრჩენილიყავით პრაქტიკულად და არ გაგვემეორებინა ის ნეგატიური ტენდენციები, რაც ბევრ სხვა სახელმწიფოში მოხდა სამწუხაროდ და შეგვენარჩუნებინა დადებითი, კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარება.

უნდა დავაკვირდეთ შემდეგი თვეების სტატისტიკას, სადაც უკვე პრაქტიკულად, ბიზნესაქტივობა მეტ-ნაკლებად ამოქმედებული იქნება და ამას ასახავს უკვე შემდეგი თვეების – ივნისის, ივლისის სტატისტიკა. რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ კვლავდაკვლავ იქნება ნეგატიური დინამიკა, ეს ყველამ კარგად ვიცით. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით, წლის ბოლომდე მინუს ოთხი, მინუს ხუთი პროცენტია მოსალოდნელი, თუმცა 2021 წელს ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოზიტიურ დინამიკას დავუბრუნდეთ. ხედავთ, რომ მაისში უკეთესი დინამიკა იყო, ვიდრე აპრილში, სწორედ იმის გამო, რომ ბოლო დეკადაში გახსნილი იყო ბიზნეს საქმიანობა“

1ტვ

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.