2019 წლის 20 ივნისის გახსენება ბრიუსელში – რეპორტაჟი

ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტის, ზაზა სვანაძის რეპორტაჟი ბრიუსელიდან:

2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გაიხსენეს ერთი წლის შემდეგ ბრიუსელშიც.

ვინაიდან გუშინ, ბელგიის დედაქალაქის ცენტრში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, მიგრანტების მხარდასაჭერი ხალხმრავალი აქცია გაიმართა, (სადაც დემონსტრანტები საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვას და საარსებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ), ქართველების მიერ დაგეგმილი აქციის ფორმატი შეიცვალა, რადგანაც ევროპარლამენტის მისადგომები სამართალდამცავების მიერ მკაცრად კონტროლდებოდა.

მოვედით თუ არა დანიშნულების ადგილას, შუმანის მოედანზე, ასობით დემონსტრანტი დაგვხვდა მობილიზებული, რის გამოც წინა დღით მოხატული პლაკატები არ გავშალეთ, ეს არაეთიკურიც იქნებოდა, რამეთუ, ადამიანები იქ კონკრეტული პრობლემების გასაჟღერებლად მივიდნენ და მეც, როგორც თავშესაფრის მაძიებელი პირი, მათ პროტესტს შევუერთდი…

თუმცა ფეისბუქის პირად გვერდზე ლაივი ჩავრთე და როდესაც ევროპარლამენტის კართან კონტროლი შესუსტდა, თვალზეხელაფარებული ფოტოებიც გადავიღე.

20 ივნისის ერთ-ერთი დაზარალებული მეც ვარ, საქმე სტრასბურგშია, და ვინაიდან ამჟამად მსოფლიო პოლიტიკის დედაქალაქად აღიარებული ქალაქიდან 50 კმ-ში ვიმყოფები, ვერ მივეცი ჩემს თავს იმის უფლება, რომ ევროპარლამენტის კართან არ მივსულიყავი და ჩემი პროტესტი არ ფორმით არ დამეფიქსირებინა…

ზაზა სვანაძე და მიხეილ კვარაცხელია

25 წლის მიხეილ კვარაცხელია, ემიგრანტი, რომელმაც ჩემთან ერთად ოთხი თვის წინათ საქართველო დატოვა და ბელგიას ჩაბარდა, ასევე იხსენებს 20 ივნისს:

“როდესაც დარბევა და სროლა დაიწყო უშუალოდ გამზირზე არ ვიყავი, დავიწყე რეკვა, ზოგი დააკავეს, ზოგს გამორთული ჰქონდა ტელეფონი, მთელი ღამის განმავლობაში ნადირობდნენ ჩვენზე, მე კი ჩიხებში ვეძებდი ხალხს, აქციიდან წამოსული, გასისხლიანებული ადამიანები მეუბნებოდნენ რომ სახლში წავსულიყავი, რომ დამაკავებდნენ, თუმცა ვერ შევძელი, მეგობრებს გასაჭირში ვერ მივატოვებდი, უბრალოდ გამიმართლა რომ სპეცრაზმი არ შემომეფეთა, ისტერიკებში იყვნენ კარგს არაფერს დამმართებდნენ.”

ფაქტია, მიგრანტთა საკითხი, ბებერი კონტინენტისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა; ადამიანები აფრიკიდან, აზიიდან და სხვა კონტინენტებიდან, ევროპისკენ მიეშურებიან რათა გაექცნენ შიმშილს, უკიდურეს სიდუხჭირეს, ომებს და უსამართლობას, რამეთუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მათთვის სოციალურ და სამართლებრივ გარანტიებთან ასოცირდება.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ბონდო

    სვანიძე გამოექანე ბრიუსელიდან.

  2. ანონიმური

    ტრაკზე აიფარეთ ხელი ეგ ადგილი თქვენი სახელია ნაცბოზებო .

  3. sos

    ვაი ქარეთველები ხართ.სამშობლო თუ გიყვარს აქ უნდა იყო.იქედან თვალზე ხელს რომ იფარებ რას აკეთებ მაგით? მარიაჟობა მეტი არაფერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.