“2018 წელს როცა არავისთვის არავინ არ იყო ვახა…” – კუბლაშვილის ქმარი მაჩალიკაშვილს მიმართავს

მსახიობი ლევან ხურცია, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის,მარიამ კუბლაშვილის მეუღლეა, მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს:

“გაბოროტებულ და ძალაუფლების სურვილით შეპყრობილ საზოგადოების ნაწილს მინდა გითხრათ:(  და ხელისუფლებავ შენ ხარ ამაში დამნაშავე, რადგან ერი ორად გახლიჩე) თითქმის ორი წელია ვისმენ თქვენგან ჩემი ოჯახის ლანძღვას და გინებას, იმის გამო, რომ 2018 წელს როცა არავისთვის არავინ არ იყო ვახა მაჩალიკაშვილი ჩემს მეუღლეს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა სიმართლის მოძებნაში, (შორეული ნათესავები არიან) მახსოვს ის ტრაგედია რომ დატრიალდა და თბილისში გადმოიყვანეს ის საწყალი ბიჭი,  1 იანვარი ახალი წელი იყო და მთელი ოჯახით მის გვერდით ვიდექი სავადმყოფოში და ვამხნევებდი. იქიდან მოყოლებული მე მშვიდად არ მიძინია რადგან მარიამი დღე და ღამე იბრძოდა და გასული იყო სახლიდან , რომ თემირლანის გაუგებრობით მოხვედრა დაემტკიცებინა ამ ტერორისტებში, გაცდა იურიდიულ ჩარჩოებსაც კი და მალხაზის ოჯახი შეურაცყოფისგან რომ დაეცვა ყველას დაუპირისპირდა ვინც თემირლანს ტერორისტად მოიხსენიებდა… იქამდე მივიდა წარმოდგენა საზოგადოებისთვის , რომ პანკისი ბოროტების ბუდედ წარმოჩინდა, ამის წინააღმდეგაც ხმალამოღებული იდგა!!იბრძოდა და იბრძვის ბოლომდე ერთგულად არა ვახასთვის არამედ ქისტი ხალხისთვის იგივე ქართველებისთვის თემირლანისთვის და სიმართლისთვის!!! რა მიიღო ამის სანაცვლოდ? გინება ლანძღვა , მოღალატე ადვოკატი ,რუსეთის აგენტი და ა.შ. (

გადაღებაზე ვიყავი 2 თვე მოსკოვში და 1 კვირით მეუღლე ჩამოვიყვანე ჩემთან, ამაზე დაიწერა ნახეთ ვახა მიატოვა და რუსეთში გაფრინდაო)

და ყველაზე მეტად რაც მაკვირვებს ისაა რომ მალხაზი მის ლანძღვაზე თვალს ხუჭავს,რადგან ლანძღავენ სწორედ ისინი ვის გვერდითაც ის დღეს დგას! მე სანამ მარიამს გავიცნობდი არანაირი შეხება არ მქონდა ქისტებთან. უბრალოდ ვიცოდი, რომ უაღრესად ღირსეული ხალხი იყვნენ! დღესაც ანალოგიურად ვფიქრობ რადგან ბევრი ქისტი გავიცანი პირადად! მაგრამ ერთი რამ მინდა ავღნიშნო როგორც თქვენთვისაა ძვირფასი თქვენი ოჯახი , ასევე ჩემთვის ძვირფასია ჩემი ოჯახი! და როცა ადამიანმა ყველაფერი გააკეთა თქვენთვის და თქვენი ღირსებისთვის, უბრალოდ სიტყვით მაინც უნდა შეწუხდე , რომ შენგამო დაწყებულ ბრძოლაში მარტო არ დატოვო!

ვახა მე ბევრჯერ ჩამოგართვი ხელი და მინდა ყოველთვის მიხაროდეს შენი ნახვაასე რომ თუ კაცები ვართ, კაცურად თქვი სიმართლე მარიამის შენდამი ერთგულებაზე! რა გზაზეც იბრძვი ღმერთმა ხელი მოგიმართოს ეს ჩემი საქმე არაა და ყოველთვის იგივე სიტყვებით შეგხვდები: “ღმერთმა სამართალი გაპოვნინოს”. ამას გეუბნები კაცი – კაცს, ქართველი- ქართველს, მეგრელი – ქისტს!

პ.ს. ქართველებო პოლიტიკოსები წავლენ წამოვლენ და ჩვენ და ჩვენი შვილები დარჩებიან ამ ქვეყანაში, ცოტანი ვართ ნუ გავწირავთ ერთმანეთს ძალაუფლების და ხელის ჭუჭყის – ფულის გამო! ვაჟკაცო ქართველებო წითელი ხაზების გადაკვეთა არ მოსულა ეს ალბათ ჩემზე უკეთ იცით! პატივისცემით ლ.ხ.

წყარო – ექსკლუზივნიუსი

  •  
  •  

10 Comments

  1. ანონიმური

    ჩემი პატივისცემა ქალბატონ კუბლაშვილს და მის მეუღლეს. დიდებული სტატიაა. ვახა-ვახტანგი შესაბრალებელია 2მხრივ. 1) გაუბედურებული მამაა 2) გზააბნეული პოლიტიკანია. დაეტიე შენს ოჯახში, რას დაბორიალებ, მარტო შენ ხარ გაუბედურებული მამა , ვახა? რობაქიძე, ვაზაგაშვილი, გამცემლიძე, მოლაშვილი, 3 აჭარელი ნავთლ;უღში ჩაცხრილული ბიჭების მამა, ტატუნაშვილი, ოთხოზორია, და უამრავი სხვა–ვახაზე ნ ა კ ლ ე ბ ი მამები გგონია? აუფერულებ ამ ბორიალით და მუქარანარევ სიძულვილით– ხალხის მხარდაჭერას!

    1. Tamazi

      Tavag daetie shens ojaxshi.reebs uwer shvilmkvdar mamas.romeli mshoblebic shen chamotvale isiniparlamentshi komitetis sxdomebs eswrebian.am
      Kacs shenobashi ar ushveben.

      1. ანონიმური

        shvilmkvdari ra monatled shvil mkvdari, nabozaria deda motynuli da martals ambobs es kaci mase naxevar saqartvelos an shvili yavs mkvdari an mama an vigac. yvela amis damcveli or gvamelia. ori gvami ro chirdebad im partiis

        1. ანონიმური

          რა არეული ხარ ვიღაც უვიცი ხარ…

      2. გიო გულბუანი

        shvilmkvdari ra monatled shvil mkvdari, nabozaria deda motynuli da martals ambobs es kaci mase naxevar saqartvelos an shvili yavs mkvdari an mama an vigac. yvela amis damcveli or gvamelia. ori gvami ro chirdebad im partiis

    2. ანონიმური

      თქვენნაირი სიმართლის პირდაპირ მთქმელი უმრავლოს ქვეყანას უფალმა, გაიხარეთ

    3. ანონიმური

      მარიამი უძლიერესი პიროვნებაა და შემდეგ სამართლიანი ადვოკატი, მეც ეს კითხვა გამიჩნდა რატომ არ გამოხატავს მაჩალიკაშვილი მადლიერებას ეს გოგო რომ ყველას დაუპირისპირდა მათ გამო, …

  2. ანონიმური

    Xalxi xrinavs axar ician ra gaaketon bes prideli ar galetdes xalxi gadawkvitavs rogor moiqces

  3. გეგა

    ტერორისტები ყოველთვის უმადურები არიან, აზრიც არ აქვს მათთან ამ თემაზე საუბარს

  4. ზურა

    ძალიან კარგად გამოვიდა სიტყვით გუშინ მისი ადვოკატი და ყევლაფერს ფარდა ახადა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.