“2012 წელს ჰილარი ჩამობრძანდა, ახლა საზღვრები დაკეტილია და პომპეომ დარეკა – “ოცნებას” დრო გაუვიდა!”

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერისა და ისნის დამოუკიდებელი მაჟორიტარის დავით ჭიჭინაძის თქმით, პომპეოს ზარი იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დრო გაუვიდა. მანვე აღნიშნა, რომ პომპეოს ზარი ვიზიტის ტოლფასია და მსოფლიო დაიღალა საქართველოს ყურებით.

„ეს იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომ „ქართულ ოცნებას“ დრო გაუვიდა.

ხოლო ის, რომ ამდენი აქცენტი კეთდება არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე და ოლიგარქის მმართველობის შეზღუდვაზე, მხოლოდ იმას ნიშნავს,  რომ მსოფლიო დაიღალა ესეთი საქართველოს ყურებით.

2012 წელს ქალბატონი ჰილარი კლინტონი ჩამობრძანდა არჩევნების წინ, ახლა, პანდემიიდან გამომდინარე, საზღვრები ჩაკეტილია, დისტანციურად ხდება ყველაფერი, ამიტომ ჩათვალეთ ეს იყო ვიზიტი!

და გაფრთხილება, რომ მსოფლიო დაიღალა ასეთი საქართველოს ყურებით.

რადგან, პერსპექტივა საქართველოს აღარ აქვს და უპერსპექტივო ქვეყანა როგორც ჩვენ, საკუთარ  მოსახლეობას, ისევე  ჩვენს პარტნიორებს არ უნდათ.

ასე რომ, როგორც ქართველ ხალხს, ისე მსოფლიოს წამყვან ლიდერებს  ამ ქვეყანაში ცვლილელები უნდათ“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    merera mtavaria kotestvis tbiliselistvis da eseti dedazeadre motknuli monebistvis bidzina ikos kargat martla mecodebit mdabioebo

  2. ანონიმური

    ნეტავ შენ რა გიხარია?
    უსმენდი?

  3. merabi-3 OMIS VETERANI.

    vin daushlida “chven baton amerikas tavis samflobeloshi’CHMOSVLA?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.