ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 317 719 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1 144 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა – 297 676-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 20 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 4 227 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 28 180 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 14 324 , PCR ტესტით 13 856.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,41%, ბოლო 14 დღის – 5,51%, ბოლო 7 დღის – 6,59%.
სულ აცრილია – 51 600, დღიურად აცრილია – 3 651.
კომენტარები