2 000 ლარიანი ჯარიმა 20 ლარით 15 ივლისამდე შეიცვალა – რა იქნება 15 ივლისის შემდეგ?

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტება:

„ვინაიდან ჩვენ ვართ კორონავირუსთან ბრძოლის ახალ სტადიაზე, მიგვაჩნია, რომ პირბადის ტარების წესი უნდა ისჯებოდეს არა 2 ათასი ლარით, არამედ ადმინისტრაციული წესით – 20 ლარით. შესაბამისად, ეს არის დროებითი ღონისძიება.

შესაბამისად, ეს წესი ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე.

სწორედ იმ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, რაც იქნება სტატისტიკურად, რაც იქნება ეპიდემიოლოგების რჩევა და რა მოცემულობაც იქნება რეგიონში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, როგორი რეგულაციებით ვიმოქმედებთ 15 ივლისის შემდეგ.

ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დასჯა, ჩვენი მიზანია პრევენცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევაკავოთ ამ ვირუსის გავრცელება.

დახურულ საჯარო სივრცეებს, რაც არ არის განკუთვნილი კერძო საკუთრების მიზნებისთვის, აქ სავალდებულოა პირბადის ტარება.

სერვისით სარგებლობის დროს, სავაჭრო ობიექტებში, ასევე საჯარო დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით გადაადგილების დროს, აუცილებელია პირბადის ტარება.

ეს არის ვირუსის გავრცელების შეკავების ერთ-ერთი ეფექტიანი მექანიზმი,“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ფულთან შეხებით უკვე აღარ გადადის, მიჩუმათდა ეს მასკარადი.

  2. პატრიოტი

    პარლამენტი არაა საჯარო დახურული სივრცე?თუ სათქვენოდ როგორც გაწყობთ ისე კითხჰლობთ კანონს?ბიძო მოაშორე ეს ოხან ფოხან კობახ და მავნებელი ძმანი მათნი.აჯავრებენ და ამწარებენ ხალხს ამ უაზრო კანონ საქციელებით.ამოვიდნენრა ეს მავნებლები უკვე ყელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.