“17 თებერვალს დაბრუნდა იტალიიდან” – ბაკურიანის სასტუმროს თანამშრომელს ვირუსი არ დაუდასტურდა

სასტუმრო Rooms Hotel Kokhta- თავისი თანამშრომლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ჩვენი თანამშრომელი 17 თებერვალს დაბრუნდა იტალიიდან. ამ პერიოდში, საკარანტინო ზომების მიღების შესახებ რეკომენდაცია ჯერ არ იყო გაცემული.

21 დღის განმავლობაში მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. გუშინ საღამოს დაეწყო ტემპერატურის მატება, რის შემდეგაც მან გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და საკუთარი სურვილით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა კორონავირუსი არ გამოავლინა.

„აჭარა ჯგუფი“ იაზრებს პასუხისმგელობას საკუთარი სტუმრების თუ თანამშრომლების წინაშე და ზედმიწევნით მიჰყვება როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინსტრუქციებს.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    რას იზიარებთ?რას დაეთრევიან,სად მიეთრევიან.ეგ ხომ იქ მომუშავე ემიგრანტი არ იყო და უკან ბრუნდებოდა. ტურისტად გაეთრიაარა?ხომ იცოდა რა დროს მიეთრეოდა?ახლა სადმე წასვლა შეიძლება?თუ ცეცხლი არ გეკიდება?მაგრამ არა ასეთები ღორებივით ტალახში ყრიან და ღრუტუნებენ.პანიკა ხომ იყო ეგ არაფერი?იანვარშივე იყო ცხადი რაც მოხდებოდა და უკვე არსად არ შეიძლებოდა წასვლა,სადაც არ იყო იქაც კი.მაგრამ ტვინი როცა არაა საიდან იფიქრებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.