“1678 ექიმია ინფიცირებული, მაგრამ ოჯახურ პირობებშიც დაინფიცირდნენ”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სულ ქვეყნის მასშტაბით 1 678 ექიმია კორონავირუსით ინფიცირებული. 

“1 678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, საერთო ინფიცირებულთა 5,2%. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან, არა მარტო სამუშაო პირობებში, არამედ ოჯახურ პირობებშიც, რადგან გვაქ ინტენსიური შიდა გავრცელება ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ინფექციის კონტროლს სამედიცინო დაწესებულებებში ყურადღება უფრო და უფრო უნდა ექცეოდეს, რათა დავიცვათ სამედიცინო პერსონალი”.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.