160 ფერწერული ტილო, 18 უძრავი ქონება და 29 მილიონი ლარის ღირებულების სახლი – ყველაზე მდიდარი ქალი ქართულ პოლიტიკაში

მილიონერი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც თავისი ქონებით ყველაზე მდიდარია, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი და ამჟამად გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ნატო ჩხეიძეა. ის ბიზნესმენ ზაზა  ოქუაშვილის  მეუღლეა.

როგორც ქალბატონი ნატოს მიერ შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, ოჯახი ფლობს: 4 ავტოფარეხს, 3 სახლს, 3 ბინას, 5 მიწის ნაკვეთს და 3 არასაცხოვრებელ ფართს – სულ მათ 18 უძრავი ქონება გააჩნიათ და აქედან – 8 აჩუქეს!

ჩხეიძე-ოქუაშვილის წყვილმა 2013 წელს დიდ ბრიტანეთში, ლონდონში 6 500 000 ფუნტ-სტერლინგად (რაც 29 მილიონი ლარის ექვივალენტია) შეიძინა საცხოვრებელი სახლი.

ნატო ჩხეიძე

დეპუტატ ჩხეიძის საკუთრებაშია ცნობილი ფერწერული ტილოები – ის სულ 160 ფერწერული ტილოს მფლობელია. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დეკლარაციის მიხედვით ყველა, 160 ტილო – აჩუქეს!

ზაზა ოქუაშვილს ჰყავს ორი BMW-სმარკის ძვირადღირებული მანქანა, ერთის ღირებულება 87 000, ხოლო მეორის – 38 230 ფუნტი-სტერლინგი.

დეკლარაციის მიხედვით, ქალბატონ ნატოს ფულადი დანაზოგი სამ ვალუტაში: ლარში, დოლარსა და ევროში აქვს.

როგორც დეკლარაციაში თავად მიუთითებს, ის 11 300 ლარი, 39 700 დოლარი და 27 000 ევროს ფლობს დანაზოგის სახით. ნატო ჩხეიძემ 2019 წელს, როგორც პარლამენტის წევრმა 47 880 ლარი ხელფასის სახით აიღო.

ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ზაზა ოქუაშვილს საიჯარო ხელშეკრულება სხვადასხვა მოიჯარესთან აქვს გაფორმებული.

ზაზა ოქუაშვილის საკუთრებაშია ასევე პანამასა და შვეიცარიაში აქციები და ობლიგაციები, აქედან ყველაზე მსხვილი შენაძენია შვეიცარიაში, 5 000 000 დოლარად.

  •  
  •  

9 Comments

  1. ანონიმური

    ეგ თავიდან უნდა დაიწყონ როგორ დააგროვეს ეს ქონება,თორემ რამდენი აქვს ეგ არ არის საინტერესო.

  2. ანონიმური

    ამაზე რატო არ ირევით დედამოტყნულო ოპოზიცია რატომ ხმას არ იღებთ ამის ქმარს 50 მილიონი ბიუჯეტის ვალი აქვს და არ იხდის რატომ არ იმართება აქციები ამის სახლთან, თან ეს ვალი თვითონ აღიარა

  3. ანონიმური

    აი ვის შეუჭამია საქართველო.ოპოზიციავ აღარ გენდობით და ნელ ნელა მზიზღდებით, იმიტომ,რომ იმედები საბოლოოდ გამიცრუეთ.

  4. ანონიმური

    ნაცმოძრაობავ ვის დავუჭირო მხარი? ოქუაშვილს? მე თქვენ შედარებით პატიოსან პარტიად გთვლიდით.ყველა ერთნაირი ნაგავი ყოფილხართ, თურმე თავიაანთი ქონების დამცველებად იკლავდნენ თავს, და მე მეგონა ხალხისთვის იბრძოდნენ.

  5. ანონიმური

    PATARKACISHVILI,BENDUKIDZE,KICMARISHVILI,KEZERASHVI,CHXARTISHVILI,IVANISHVILI,OKUASHVILI…?

  6. ანონიმური

    dedamotknuli ari shenitamafobit vinc 41 shemoxazet twven ojaxs sheveci

    1. გიორგი 1

      საინტერესოა ყველა მდიდარს როგორ ჩუქნიან სახლებს,მანქანებს, აგარაკებს…მან და მისმა ქმარმა კი ხელფასის გარეშე დატომა უამრავი თანამშრომელი ომეგაში!

    2. გარიკ

      ნეხვში ზიხარ ანონიმურო 21.54. დროა როგორმე ამოხვიდე,თვალი გაახილო ეხლა მაინც

  7. ანონიმური

    სუტ კნეინა მეჟღანუევისა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.