„16 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული“ – ვინ არის დუისში მოკლული მამაკაცი

პანკისის ხეობის სოფელ დუისში გარდაცვლილ მამაკაცს 16 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

მოკლული სოფელ დუისში მცხოვრები, 40 წლის იბრაგიმ ქავთარაშვილია.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება გარდაცვლილსა და სიმონ მარგოშვილს შორის, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე დაიწყო.

სავარაუდო მკვლელმა, იბრაგიმ ქავთარაშვილს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობას არ ჰყავს თვითმხილველი. მკვლელობის მოტივი და შელაპარაკების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.