150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ – ღარიბაშვილი

29 პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, გუშინ, თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მიერ გამართულ აქციაზე დაახლოებით 150 000 ადამიანი მივიდა. “დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ. რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა. ასე, რომ მოგიწევთ ყველას, დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას”, – თქვა ღარიბაშვილმა.