“150 პატიმრის შეწყალება დღესვე შეიძლებოდა” – რას ამბობს წულუკიანი პრეზიდენტზე?

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგუალავას შეწყალების შესახებ უსამართლო იყო:

“ვინაიდან, ჩვენ სისტემაში გვყავს 40, 50, 60, 100, 150 პატიმარი, რომლის შეწყალება დღესვე შეიძლება, თუ იწყალებ ამ ორ, როგორც თავად თქვა, დავესესხები ოდიოზურ ფიგურას, შეიძლება ამის შეწყალებაზე ფიქრი.

პრეზიდენტმა განმარტა რატომ შეიწყალა ისინი, მაგრამ ეს განმარტება არ მაკმაყოფილებს.” 

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    არ შეიწყალებდა და კაი ჩიტს დააჭერინებდა ბიძინა

  2. ანონიმური

    თეა, შეიწყალა თუ შეაწყალებინეს? თქვენს მოსაზრებებს უკვე დაეკარგა ფასი ჩვენში, ამიტომ ჩემს, რიგითი მოქალაქის მოსაზრებას გეტყვით. პრეზიდენტმა კრიმინალები კი არა, ივანიშვილი შეიწყალა მისივე დავალებით. თუმცა ჩემდა სამწუხაროდ (თუმცა უკვე არასამწუხაროდ), ამ გადაწყვეტილებით თქვენდამი ნდობა ფაქტიურად განულებულია, განსაკუთრებით ჩემისთანა ნეიტრალურ ამომრჩევლებს შორის. აღარაფერს ვამბობ თქვენს მომხრეებზე, რომლებიც ფაქტიურად განახევრდა. თქვენზე დადებით კონტექსტში მოხსენიება აღარაა მოდური. და როცა ასეთი ჟამი დგება, იმ მთავრობის საქმე დამთავრებულია.

  3. ანონიმური

    წულუკიანი ძაან ფარსია, უბრალოდ უცოდველი კრავის როლს კარგად ირგებს. წულუკიანი სულ გამზადებულია თავის ფარულ გუნდთან ერთად პრეზიდენტს დაარტყას, ისე ვითომ არ იცოდეს ნაც-ოცნების შეთამაშებული სპექტაკლებით მისი ასეთი ფორმით ჩიხში მომწყვდევის შესახებ. სიყალბის სიმულიაციით საზოგადოებისთვის თავის კარგად წარმოჩენისთვის დაუმსახურებლად ურცსხვად სხვას აწმინდო ხელი, მხოლოდ და მხოლოდ დაბალი სულის ადამიანების ნიშან-თვისებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.