15 ქვეყანა, რომელთანაც ევროკავშირი საზღვრებს ხსნის – სიაში არ მოხვდა აშშ და რუსეთი

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეათანხმეს იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის გარე საზღვრებს გაუხსნიან.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, 15 ქვეყნისგან შემდგარმა სიამ საკმარისი ხმები დააგროვა და ოფიციალურად პირველ ივლისს გამოცხადდება.

საბოლოოდ შეთანხმებულ სიაში არ მოხვდნენ აშშ, რუსეთი და ბრაზილია.

სიაში მოხვდა ჩინეთი, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ჩინეთი ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს.

„ევრონიუსის“ მიერ მოპოვებული სრული სია ასეთია: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი .

შეგახსენებთ, რომ საქართველო არ აპირებს ევროკავშირთან რეგულარული ფრენა აღადგინოს ივლისის ბოლომდე და როგორც ზალკანიანმა განაცხადა, ევროპიდან ბევრი ტურისტი არც ჩამოდიოდა, უფრო მეტად ტურისტები ჩამოდიოდნენ რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ავთო

    მართალია,ბათუმში ყველაზე ადრე სულ სომხები,აზერბაიჯანლები და უკრაინელები ჩამოდიოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.