15 მიზეზი, რატომ ვერ ვიქნებით წელს ტურისტული ბიზნესის იმედად

ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

1 ივლისი მოვა და ტურისტები დაგვეხვევიან მთელი მსოფლიოდან, არ იქნება ადგილები სასტუმროებში, რესტორნებში წინასწარ 1 კვირით უნდა დაჯავშნო მაგიდა, იმუშავებს ყველა ტრანსპორტი და გიდებზე იმისთანა მოთხოვნა გაჩნდება – ვეღარ აუვლენ ტურისტების მომსახურებას

არადა:

1) ევროპა (და ზოგადად ყველა ქვეყანა), ეცდება ფულის გადინება არ მოხდეს – დაეხმარება თავისი ქვეყნის ტურზმს და დაასუბსიდირებს შიდა ტურიზმს, გააკეთებს მილიონ ფასდაკლებებს. მოიზიდავენ უცხოეთიდან კაი აქციებით ტურისტებს – ისევ და ისევ ტურიზმის დასახმარებლად (ამ დროს ჩვენთან საერთოდ არაფერი არ ხდება, არანაირი დახმარება არ აქვს ტურიზმს – ნუ რამდენიმე სასტუმროს აფინანსებს მთავრობა საკარანტინო ზონად და კაია – მაგენი მაინც მუშაობენ)

2) ჩვენთან ევროპიდან ძირითადად მოხუცები ჩამოდიოდნენ – რისკ ჯგუფებია და დიდად არ იმოგზაურებენ.

3) მეორე ტალღას ვარაუდობენ და პირდაპირ მიდის რჩევები შეინახეთ ფული და არ დახარჯოთო

4) იმოგზაურებენ ახლო ქვეყნებში – ბევრი ფრენა რო არ მოუწიოთ და შესაბამისად დისკომფორტი ფრენისას

5) მოგზაურობას არ აირჩევენ – უფრო სასტუმროში დასვენება იქნება პრიორიტეტული – ბევრ ადგილას გადაადგილებებით დისკომფორტის გამო

6) ფასი რო 40-70 %-ით გაიზრდება გასათვალისწინებელია.

7) კოვიდ ტესტირების ფასი თუ დარჩა ძვირი ოჯახებით მოგზაურობა უფრო გაძვირდება.

8) ზაფხულში ჯერ კიდევ სტრესში არის ხალხი, ამასთან გაურკვევლობაა მოგზაურობის დეტალების – შესაბამისად ტურისტებიც არ იქნებიან. შემოდგომა კი თუ მეორე ტალღა არ იქნება მაინც – ოქტომბერი, ნოემბერი და ნაწილობრივ დეკემბერი ისედაც მკვდარი სეზონია. ზამთარში თუ გარისკეს ახალგაზრდებმა და წავიდნენ სამთო კურორტებზე – ესეც მხოლოდ ზამთრის კურორტების ზონაში სასტუმროების და რესტორნებისთვის იქნება კარგი, ტურისტული სააგენტოები და გიდები დარჩებიან კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში.

9) საქართველომ რა მარკეტინგული სტრატეგიაც არ უნდა აირჩიოს – მაინც ყველასთვის იქნება მეორე-მესამე კატეგორიის ქვეყანა, სადაც გადაწყვეტს ადამიანი მოგზაურობას.

10) შიდა ტურიზმი როგორც სხვა დროსაც არ ამართლებს ჩვენთან – არსებობენ „ვიღაცეები“ ვისაც დაყავთ ხალხი მხოლოდ საწვავის ღირებულების ფასად, არ იყენებენ არანაირ ტურისტულ ობიექტს – ან ერთდღიანებია, ან კარავში იძინებენ და იკვებებიან ძეხვებით და ანაკომებით. სულ არაფერს კაია ხალხს მაინც რო აქვს მოგზაურობის სურვილი – მაგრამ ბიზნესისთვის ეს დიდ არა

11) ლოპოტა, პარაგრაფი, შატო მერე და ასეთი ობიექტები შედარებით იმუშავებენ – ნუ მთლად წაგებაში არ გავლენ

12) სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული „უაზრო“ ტრენინგები, სემინარები და შეხვედრები გადაარჩენენ მაღალი კლასის სასტუმროებს და მათ შეხვედრები დარბაზებს

13) რამდენად გვაწყობს სხვა საკითხია – ყველაზე რეალური ტურისტი საქართელოში რო ჩამოვიდეს არის მეზობელი ქვეყნებიდან – სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი. აქედან პირველი 3 ქვეყანა თუ მოასწრებენ ზღვაზე დასასვენებლად. რუსეთი კი უფრო აღმოსავლეთ საქართველოში

14) სასტუმროები და რესტორნები ახლა რო გაიხნან – დიდი ალბათობით მალე დაიკეტება ბევრი მათგანი – სამაგიეროდ შემოსავალი (თუნდათ 1 ლარი) დაუფიქსირდებათ და ვეღარ შეძლებენ ვერანაირი შეღავათებით სარგებლობას (ნუ თუ არის რამე მაგდაგვარი). შესაბამისად უმრავლესობა არც გაიხსნება – კრედიტებს მაინც გადაივადებენ და მომავალს დაელოდებიან

15) ტურისტებად ძირითად ჩამოვლენ 1-2-3-4 ადამიანთა ჯგუფები – დამოუკიდებლად მოგზაურები და მოლაშქრეები. რომლებიც ნაკლებად სარგებლობენ ტურისტული მომსახურეობებით.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    კარგი გააზრებულ-დალაგებულია👍🏻
    სომხეთში, რუსეთში, თურქეთში კორონა მძვინვარებს!
    მაქედან წამოსულებს პაატა გადაეღობება მედგრად საზღვარზე და რომც გამოეპარნონ უკან , საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისას 14 დღიან კარანტინს ხო ვერ აცდება
    ვერცერთი😏უღირთ როო?!

  2. ტურისტი

    არანაირი ტურიზმი არ იქნება წელს.მთავრობის დახმარება კი მოხმარდება ისევ ბობოლების სასტუმროებს რომლებსაც ისედაც არაფერი უჭირთ.ნუ ფასები თუ არ დაწიეს ჩვეულებრივებმა და ჯორებივით შარშან ზაფხულის დროინდელი ფასები თუ ექნებათ იჯდებიან ცარიელები და იმუშავებს ის ვინც მოტვინავს და ჰავაის კუნძულების ფასს არ დაადებს.

  3. pdf book

    Department Of Higher Education Haryana Helpline Number Secretary School Education Zafar Iqbal

    Feel free to surf to my web page: pdf book

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.