“12 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ჩემ შვილს იმ არა­კაც­მა და ახლა მე მემუქრება ციხიდან – ჩაალპეთ ციხეში!”

ხა­შურ­ში, ყო­ფი­ლი ქმრის მიერ დაჭ­რი­ლი 23 წლის სა­ლო­მე ჩი­ქო­ვა­ნი ხუთ­თვი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა ქალი ხა­შურ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე, უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლის თან­დას­წრე­ბით, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ დაჭ­რა. შემ­თხვე­ვა 2020 წლის 5 მარტს მოხ­და. ფაქ­ტი ქუ­ჩა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა აღ­ბეჭ­დეს. ექი­მე­ბის გან­ცხდე­ბით, ქალს ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მუც­ლი­სა და გულ-მკერ­დის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

Ambebi.ge გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას, ნინო ჩი­ქო­ვან­საც ესა­უბ­რა:

“გვთხოვს პა­ტი­ე­ბას, ბავ­შვებს დედა არ ყავს და მამა მა­ინც შე­უ­ნარ­ჩუ­ნეო. ისე­თი ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცი, რომ ცი­ხი­დან მალე გა­მო­ვი­დეო. ბავ­შვე­ბი რო სდო­მო­და, დე­დას არ მო­უკ­ლავ­და. ეგ ცი­ხე­ში უნდა დალ­პეს. ისე­თე­ბი ისა­უბ­რა დე­დამ­თილ­მა ჩემს შვილ­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ით, რო­გორ იკად­რა, არ ვიცი. მო­თა­მა­შე იყო ჩემი სიძე და გა­შორ­და ჩემი შვი­ლი, არ უნ­დო­და შე­რი­გე­ბა. აზრი არ აქვს მა­გას­თან შე­რი­გე­ბას, არ იც­ვლე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ. 12 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ჩემს შვილს იმ არა­კაც­მა. შე­რი­გე­ბას აი­ძუ­ლებ­და. თუ არ შე­მი­რიგ­დე­ბი, სხვას­თა­ნაც არ იქ­ნე­ბი და მოგ­კლა­ვო. ახლა კიდე აქეთ გვე­მუქ­რე­ბა, ბავ­შვებს თვა­ლით არ გა­ნა­ხებ, თუ არ და­მეხ­მა­რე­ბი ცი­ხი­დან მალე გა­მოს­ვლა­შიო, მწერს ცი­ხი­დან. რაც შე­იძ­ლე­ბა მკაც­რად უნდა და­სა­ჯონ, რად­გან, სა­ში­შია ყვე­ლას­თვის ეგ ადა­მი­ა­ნი”

28 წლის მი­ხე­ილ ლომ­სა­ძე, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლე, სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ფარ­გლებ­ში გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ინ­ტე­რე­სებს “სა­ფა­რი” იცავ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კა­ტი, ელი­სო რუ­ხა­ძე ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ცი­ხი­დან გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას მუ­ქა­რის წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნის და შუ­რის­ძი­ე­ბით ემუქ­რე­ბა.

“ალ­ბათ მუხ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბად გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში. გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დედა იყო “ნა­ნუ­კას შო­უ­ში”, სა­დაც დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლად ისა­უბ­რა გარ­დაც­ვლილ­ზე. ამის გამო, ჩვენ ნა­ნუ­კას ვუ­ჩივ­ლეთ ეთი­კის ქარ­ტი­ა­ში და საქ­მე მო­ვი­გეთ. ყვე­ლა­ზე მძი­მე ის არის, რომ 6 წლის და 3 წლის ბავ­შვე­ბი ამ მკვლე­ლის დე­დას­თან იზ­რდე­ბი­ან.

ეს “სა­ფა­რის” საქ­მე­ებს შო­რის ერთ-ერთი უმ­ძი­მე­სი საქ­მეა. ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი ის არის, რომ თა­ვად მო­ძა­ლა­დემ შვილმკვდარ დე­დას ცი­ხი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნა წე­რი­ლი – ნო­ტა­რი­ა­ლუ­რად და­მი­წე­რე, რომ პრე­ტენ­ზია არ გაქვს, თორე ბავ­შვებს არ გა­ნა­ხე­ბო! მსგავ­სი სი­თავ­ხე­დე დღემ­დე არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ბავ­შვე­ბით ვაჭ­რო­ბა ახა­ლი რომ არაა ამ ქვე­ყა­ნა­ში, ყო­ველ­დღე ვრწმუნ­დე­ბი”, – აცხა­დებს ელი­სო რუ­ხა­ძე.

ამბები.ჯი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.