“12 პაციენტს პნევმონია აქვს და აქედან სამი საყურადღებოა, მათ შორის ორი ხანდაზმული”

საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განცხადება გააკეთა:

„39 ადამიანიდან პნევმონია აქვს დღევანდელი დილის მონაცემებით, 12-ს. და უფრო მეტად საყურადღებოა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ხანდაზმული. მათზე მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები. გამომდინარე იქიდან, რომ აუცილებელია ყველა ამ პაციენტის კონტაქტის ჩაღრმავებული კვლევა, დღემდე ჩატარებულია 238 კონტაქტის ჩაღრმავებული კვლევა და განხორციელებულია მათზე დაახლოებით 10 ათასი სატელეფონო ზარი, რათა მოხდეს მეტი სავარაუდო კონტაქტის მოძიება და პრევენციული ღონისძიებების გატარება.”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.