“12 ინფიცირებულის გამო 9 მილიონ ადამიანს ჩაუტარდება კვლევა” – როგორ მართავს ჩინეთი პანდემიას?

ჩინეთი კორონავირუსის გამოსავლენად უპრეცედენტოდ დიდ მასშტაბებს მიმართავს- ქალაქ ქინგდაოში, რომელშიც 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მთელ მოსახლეობას ჩაუტარებენ გამოკვლევებს კოვიდ 19-ზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც დაავადების ახალი კლასტერი წარმოიქმნა ადგილობრივ საავადმყოფოში.

ქალაქის მოსახლეობას სრულად ტესტირებას 5 დღეში ჩაუტარებენ. შეგახსენებთ, რომ მთავრობამ აღნიშნულის განხორციელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქალაქში კორონავირუსის მხოლოდ 12 შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი შემთხვევები გამოვლინდა კვირას, რომლის შემდეგაც ჯანმრთელობის უწყებამ დაუყოვნებლივ განახორციელა მასობრივი დიაგნოსტიკა კოვიდ 19-ის. ჯამში საავადმყოფოსთან დაკავშირებულ ინფიცირებულ პაციენტებთან სავარაუდო კონტაქტში მყოფ 140 000 ადამიანს ჩაუტარეს ტესტირება.

ქალაქ ქინგდაოში უკვე მოეწყო დროებითი სამედიცინო ცენტრები, რომლებიც დილის 7-იდან საღამოს 11 საათამდე სრული დატვირთვით მუშაობს- სწორედ აქ მიმდინარეობს განუწყვეტელი ტესტირება დასახლებული პუნქტში მცხოვრები მოსახლეობის.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ესე იგი ასე რომ ემუშავათ 2 კვირაში გააქრობდნენ საქართველოში კოვიდს.იმის გათვალისწინებით რომ მედ პარსინალს არ გამოეტანა გარეთ ინფექცია.

  2. ანონიმური

    აააა,იქაც ჰყოლიათ კოვიდმუშკეტერები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.