11 წლის ბიჭი ზოოპარკში ორმა დათვმა მოკლა – რა მოხდა ქალაქ სოჭში?

რუსეთში, ზღვისპირა ქალაქ სოჭში 11 წლის ბიჭი ნიკიტა ორმა დათვმა დაგლიჭა. ინციდენტი ერთ-ერთ მინი ზოოპარკში მოხდა. ამის შესახებ Mirror წერს.

შემთხვევის ადგილზე ბიჭი ორ მეგობარ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა, ის მათ თავს აწონებდა, რა დროსაც დათვების გალიასთან სურათის გადასაღებად ახლოს მივიდა. გალიის ქვეშ დიდი ხვრელი იყო, ორმა დათვმა ბიჭს ტორი ჩაავლო და გალიაში შეითრია. მისი ორი მეგობარი გოგონა ამ საშინელი შემთხვევის მომსწრე გახდა. მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს. გოგონები ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

ზოოპარკის მომსახურე პერსონალმა ორივე მტაცებელი მოკლა, რომ ბიჭის ცხედარი გალიიდან გამოეტანათ.

“ისინი ბიჭს აბურთავებდნენ”, – ამბობს ბიჭის მეგობარი გოგონა..

ქალაქის მერმა, მომხდარის გამო ყველა მინი ზოოპარკი დახურა.

“ყველა მინი ზოოპარკი უნდა დაიხუროს, მათ არ შეუძლიათ ჩვენი შვილების უსაფრთხოების დაცვა”, – დასძინა მან.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე ზოოპარკის მეპატრონის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    vai deda

  2. ანონიმური

    საწყალი ბავშვი,რა საშინელი სიკვდილი ერგო წილად,არ მივესალმები არანაირ ზოოპარკებს

  3. ანონიმური

    Tertmeti clis bavshvebs ra undat mshoblebis gareshe zooparkshi gulimetkina rogor gamcardeboda ro caavlebdnen

  4. ანონიმური

    საშინელებაა , საწყალი ბიჭი როგორ ნელ-ნელა ეგუებოდა სიკვდილს….

  5. ანონიმური

    ვაიმე შვილო!😪

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.