11 ათასი რესტორნიდან, მხოლოდ 500 გადარჩება – შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუ რესტორნებს გახსნის უფლება მინიმუმ 15 იანვრიდან არ მიეცემათ, შემდეგ ოპერირებას ვეღარ შეძლებენ.

როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეზღუდვის დიდხანს გაგრძელების პირობებში რესტორნებს იჯარით აღებული ფართების დატოვება მოუწევთ.

„მთავარი პრობლემაა ოპერირების შეზღუდვა. თუ ოპერირებას ვერ შევძლებთ და ეს მინიმუმ 15 იანვრიდან არ დაიწყება, როდესაც გადაწყდება, რომ გაიხსენით, რესტორანი უბრალოდ ვერ გაიხსნება. რესტორნების 80% იჯარითაა, თუ შეზღუდვა დიდხანს გაგრძელდება მეიჯარეები ვერ შეძლებენ შეღავათის გაკეთებას რესტორნებისთვის და რესტორნებს მოუწევთ ფართიდან გამოსვლა. თუ ავიღებთ პანდემიამდე სიტუაციას, როდესაც 11 000-მდე ობიექტი არსებობდა, აქედან მხოლოდ 500 გადარჩება”,-აღნიშნა მან “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადავიდნენ. დასაშვებია პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი”, „დრაივი”.

  •  
  •  

3 Comments

  1. კაი კაცო

    აბა რაა, დანარჩენები წინ სოფლად, ყანის გასათოხნად. მინიმუმ სამი წელია ვიძახით, სოფლისაკენ ჰერი-ჰერი, თუ გინდათ რომ გადარჩეთ, თუ არა დაექვემდებარებით უტილიზაციას(რამდენჯერ უნდა შეგახსენოთ?) “თქვენ აღარ ხართ საჭირო!,თქვენ მოხვედით.. დამთავრდა თქვენ აღარ ხართ საჭირო! “. გ. სტრლინგოვი 2012 წ.

  2. ჩინგიზხანი

    პორცია მწვადი 100 ლარი გახდება .ისიც ბარკლის ნაჭრები,თორემ ნეკნის მწვადისთვის იპოთეკური სესხი იქნება საჭირო

  3. ანონიმური

    eg adarde dedamotknul bidzinas da mis minet mxardamcherebs nikolos metreveli ojaxmotknulebs chatvlut

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.