10 საქმიანობა, ვისაც შეზღუდვა არ ეხება – რომელი საქმიანობაა მეცხრე ადგილზე?

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო და გამოაცხადა აკრძალვები, რომლებსაც აქ იხილავთ

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

· ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

4. დელივერსა და გატანის სერვისებს;

5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

8. აგრარული ბაზრობის მუშაობას

9. და სხვ.

10. არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.

ამ მომენტისათვის უცნობია, რას გულისმხობს პუნქტი 9 – “და სხვ”, როგორც ჩანს, ამ პუნქტში მერე, “ჯიგრულ პონტში” ვინმეს ჩაამატებენ?!

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ფულის კეთების პუნქტია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.