ჰოლოკოსტისას გადარჩენილი კაცი 94 წლის ასაკში კორონავირუსს ემსხვერპლა

ჰენრი კიჩკა ერთ-ერთი უკანასკნელი ცოცხალი ადამიანი იყო ბელგიაში, რომელმაც აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი ცოცხალმა დატოვა. ის, 94 წლის ასაკში, ახალმა კორონავირუსმა იმსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კიჩკა თითქმის არასდროს საუბრობდა საკუთარ გამოცდილებაზე. ბანაკში ის ოჯახთან ერთად გადაიყვანეს და მალევე, მისი ოჯახის ყველა წევრი გაზის კამერებში დახოცეს. ბანაკიდან თავის დაღწევის შემდეგ კიჩკა დაქორწინდა. ჰყავდა ოთხი შვილი, 9 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი. სიცოცხლის ბოლო წლები მან მოხუცთა თავშესაფარში გაატარა.

„მიკროსკოპულმა ვირუსმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო მთელმა ნაცისტურმა არმიამ. მამაჩემი გადაურჩა „სიკვდილის მარშს“, მაგრამ დღეს მისი „სიცოცხლის მარში“ დასრულდა“ – წერს Facebook-ზე ჰენრი კიჩკას შვილი.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    კორონამ კი არა შვილებმა გასწირეთ მოხუცთა თავშესაფარში მოთავსებით.4 შვილი და 9 შვილიშვილი,
    თქვენ რა გასაზრდელები იყავით უტიფრებო.შემოგწირათ ძლივს გადარჩენილი სიცოცხლე,ვერავინ მასწავლით რასაც ვამბობ,უკვე 18 წელია ასეთ მოხუცებთან მაქვს საქმე და ვონ თუ არა მე ძალიან კარგად ვიცი რასაც ვამბობ.ეს არის ფულს დამონებული ქვეყნების მორალი ნიანგის ცრემლებით.

  2. ნათი

    საზღვარგარეთ ასეა,მოხუცები მოხუცთა თავშესაფარში მიჰყავთ (უმეტეს შემთხვევაში) ან თავისი ნებითაც მიდიან ,რა თქმა უნდა ეს არ ამართლებს შვილებს და შვილიშვილებს,მაგრამ რას ვიზამთ ფაქტი სახეზეა…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.