ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. ვიდეო

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს.

ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დელავერის შტატში მდებარე ChristianaCare-ის საავადმყოფოში გაიკეთა.

18 დეკემბერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. მაიკ პენსთან ერთად ვაქცინა მისმა მეუღლემ, კარენ პენსმაც გაიკეთა. ვაქცინაციის ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართა.

14 დეკემბერს აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.

ვიდეო იხილეთ აქ: https://www.facebook.com/watch/live/?v=891477591251855&ref=watch_permalink&t=0

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ერთი არჩევნები არ გაგიყალბებია,სამუდამოდ დაასამარე საარჩევნო სისტემის ნდობა და მეორე მაგას არ მოიტყუები .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.