“ჯოჯოხეთს მოგანატრებ!” – ვინ არის გარდაცვლილი 16 წლის გოგო?

გუშინ ღამით ქალაქ რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე ძალიან სწრაფად მოძრავი ავტომობილი 16 წლის გოგონას და მის ძაღლს დაეჯახა და ორივე ადგილზევე მოკლა.

გარდაცვლილი ენმ-ის წევრის, მარიამ ბაშარულის 16 წლის ბიძაშვილი ელენე ბაშარულია. იგი რუსთავის მე-16 სკოლაში სწავლობდა. მარიამი და ელენე ერთად ცხოვრობდნენ და დებივით იყვნენ. რამდენიმე წლის წინ, მარიამი თავად მოხვდა ავტოავარიაში და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

როგორც ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, პირი, რომელიც ავტომანქანას მართავდა და წუხელ ტრაგედიის ადგილიდან მიიმალა, დღეს თავად ჩაბარდა პოლიციას, იგი 25 წლისაა.

მარიამ ბაშარულმა, სოციალურ ქსელში დაწერა წუხელ:

“მიწიდან ამოგთხრი, ჯოჯოხეთს მოგანატრებ !!”

“ალია” უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    სანამ თავად ჩაბარდებოდა ეძებდნენ!!! შემთხვევის შემდეგ გაიქცა და ვერავის ვერ გადაარწმუნებთ!!!!!!!!!!!!!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.