“ჯერ ნუ ვიჩქარებთ…” – რა განცხადებას აკეთებს ამირან გამყრელიძე 16 იანვრიდან შეზღუდვების მოხსნაზე

„ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ამ კვირაში იქნება საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე სხდომა, სადაც ყველა ეს საკითხი დეტალურად განიხილება, გაანალიზდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია,” – ასე უპასუხა ამირან გამყელიძემ “პირველი არხის” ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 16 იანვრის შემდეგ მოლების გახსნასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ეხებოდა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ განმარტა, ის პროგრესი, რაც შემზღუდველი ღონისძიებების შედეგია და შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე ამის საფუძველზე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.

„ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ამ კვირაში იქნება საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე სხდომა, სადაც ყველა ეს საკითხი დეტალურად განიხილება, გაანალიზდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ასევე ის პროგრესი, რასაც მივაღწიეთ შემზღუდველი ღონისძიებებით ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული დეკემბრის 24-მდე, შემდეგ გავაანალიზებთ, რა შედეგები მოგვცა 24-ის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკამ და ამის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილბებები“, – განაცხადა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    shen vin gekitxeba she 41s mineto

  2. ანონიმური

    თვითონ გამოჯანმრთელდა? თუ აღარ ახსოვს კორონა რომ დაემართა?

  3. ანონიმური

    ადამიანების წუხილი ამათ არაფრად მიაჩნიათ.ვიცით სახლში თუ გამოვიკეტებით, არაფერი შეგვხვდება, მაგრამ ბავშვებს რა ვაჭამოთ? ბრძენებად მოაქვთ თავი:(

  4. ანონიმური

    თვითონ ხომ არიან მაძღრები,(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით)საქონელი,მთავარია თვითონ არ მოაკლდეთ და ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ….

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.