“ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს უჩივლა თინა ხიდაშელმა ბიძინა ივანიშვილს” – გიორგი ლილუაშვილი

„ალიას ესაუბრება პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარე, სამხედრო ექიმი, იურისტი და ეკონომისტი გიორგი ლილუაშვილი

–  გიორგი, როგორ შეაფასებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, მგონი, ქვეყნიდანაც მიდის. გამახსენდა 1990 წლის დეკემბერი, როცა შევარდნაძემ გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკიდან მიდის და ამ განცხადების შემდეგ დაიწყო მისი პოლიტიკური აქტიურობა.

–  ივანიშვილი მგზნებარე ედუარდელია. შევარდნაძის პროტეჟე კვირიკაშვილი პრემიერ მინისტრადაც კი დანიშნა. საქმე იმაშია, რომ ის პოლიტიკიდან არც მაშინ წასულა და არც ახლა მიდის. და საერთოდ, ქვეყნიდან მისი წასვლა არ განაპირობებს საქართველოს შიდა პოლიტიკაში მის ჩაურევლობას. შესაბამისად, ის ყოველთვის დაიცავს თავის საკუთრებას. ქვეყნის ცხოვრებაში ისევე ჩაერევა, როგორც ერეოდა. ის უბრალოდ, ჩრდილში გადგა. მანამდეც სახლში იყო და სახლიდან მართავდა ქვეყანას. ასე რომ, ჭორვილაში იქნება, შუშის სასახლეში თუ შუაგულ პარიზში, ის ისევ გააგრძელებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას, რადგან ეს აუცილებელია მისი კაპიტალის უსაფრთხოებისთვის. კი თქვა, კონსულტაციისთვისაც არ დამირეკონო, მაგრამ თვითონ დაურეკავს, როცა საჭიროდ ჩათვლის და ერთი გაბედონ და არ უპასუხონ! ფაქტი ისაა, რომ თავისი ამომრჩეველი ამჯერადაც მოატყუა – ხმა მას მისცეს. 95 პროცენტი „ქართუ“ ფონდს გადასცაო, რა, ის ფონდი მისი არ არის? დიახ, მისი საკუთრებაა. შესაბამისად, როგორც უნდა, ისე გამოიყენებს. წესდებას შეცვლის და ფონდის ქონებას უკან დაიბრუნებს. მას შეეძლო, მისი ქონება დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ფონდისთვის გადაეცა. ეს კი არ გააკეთა, „ქართუ“ ფონდს გადასცა და ამდენად, მისი კონტროლის ქვეშ იქნება, თორემ ჩვენმა ცნობილმა ბიზნესმენებმა: სარაჯიშვილებმა, ხოშტარიებმა და ზუბადალაშვილებმა მთელი თავიანთი ქონება საზოგადოებას გადასცეს. ამიტომ ივანიშვილმა აქაც მოიტყუა. სახელმწიფო შენობა-ნაგებობები რომ დაანგრია, მაგალითად, ცეკავშირის კაპიტალური შენობა, თბილისის უნივერმაღი, მიწასთან რომ გაასწორეს ეს მყარად ნაგები შენობები. ის მიწა, სადაც ეს შენობები იდგა,  1 ლარად იყიდა სახელმწიფოსგან. ასევე დანარჩენი ობიექტებიც სიმბოლურ ფასად აქვს შეძენილი. ეს ობიექტები „ქართუ“ ფონდს გადასცა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, მარტო ივანიშვილის კი არა, ყველა ოლიგარქის ქონების წარმომავლობა, რომელიც საქართველოში არის წარმოდგენილი და დღემდე ძარცვავენ ქვეყნის მოსახლეობას, მათ უნდა დაასაბუთონ, საიდან იშოვეს პირველი მილიონი. მსგავსი კანონმდებლობა ყველა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არსებობს.

– რუსეთს თუ აქვს ასეთი კანონმდებლობა?

–   კი ბატონო და იმიტომ ვერ ჩადის იქ.

–  რა, რუსეთში არ იშოვა ეს კაპიტალი?

–  კი იშოვა, მაგრამ ამ კანონის მიღების შემდეგ კაპიტალი რომ არ დაეკარგა, ჭორვილაში დასახლდა. წამოვიდა საქართველოში და რუსული პოლიტიკის განხორციელება განაგრძო, რათა რუსეთში პუტინის რეჟიმს მიეცა მისი კუთვნილი 2 მილიარდი კაპიტალის გატანის უფლება. ასეთი კანონი მოქმედებს საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში. ამ ქვეყნების ხელისუფლებებს აქვს ის ინსტრუმენტი, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიან, კერძო მესაკუთრეს სულ ჩამოართვან კაპიტალი, რომელიც ვერ ასაბუთებს მის წარმოშობას. მაგალითად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არის კანონი ექსპროპრიაციის შესახებ. ახლახან საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაკრონმა ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით, რაც განპირობებულია იმით, რომ საფრანგეთში უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა მოახდინონ გარკვეული კაპიტალის ინვესტიცია, რის გამოც მოხდა ამ ჯილდოს გადაცემა. მას ალბათ აქვს რაიმე დამსახურება საფრანგეთის წინაშე. ივანიშვილის წასვლამ დაგვიტოვა ის ნარჩენები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ძარცვავენ. ეს პროცესები განსაკუთრებით დაიწყო პანდემიის პერიოდში. დღევანდელი პოლიცია 90-იანი წლების მოხარკეებს წარმოადგენს, ვინც კანონს ამოფარებულია და მოსახლეობისგან იღებს ფულს ჯარიმების სახით. პოლიცია დასდევს ხალხს ყველგან, დახურულ საჯარო სივრცეშიც, თითქოს ეს ხალხი ბანკის მძარცველები არიან. მათ უკანონოდ აჯარიმებენ და იშველიებენ მთავრობის დადგენილებას, რომელიც მიღებულია გასულ წელს. მასში არ არის განსაზღვრული ჯარიმის სანქცია და ამ ფორმით ხდება მოსახლეობის დაყაჩაღება, ადამიანების დაჯარიმება პირბადის უქონლობის საბაბით. იმის მაგივრად, გაჭირვებულ ხალხს  გვერდით დაუდგნენ, მათ აჯარიმებენ. ეს მანკიერება არის ივანიშვილის „წარმატებული“ პოლიტიკის შედეგი. ყველამ კარგად გაითვალისწინოს, როდესაც დღევანდელ საქართველოზე იწყებს ლაპარაკს, ივანიშვილი განზე კი არ გადგა, ჩრდილში გადაწყვიტა ყოფნა, რომ არ ჩანდეს და, თუ ოლიგარქიას ფართო საზოგადოებრივ საფუძველზე რეალური საფრთხე შეექმნება, მაშინ ის ნეოფაშისტ სააკაშვილს ნებას დართავს, რომ დაბრუნდეს საქართველოში. მით უფრო, სააკაშვილმა უკვე სთხოვა ივანიშვილს საქართველოში დაბრუნების ნებართვა, რაც გაიცემა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როცა ოლიგარქიას საფრთხე შეექმნება და საჭირო გახდება სააკაშვილ-ადეიშვილ-ქარდავების მსგავსი ცოფიანი ძაღლების გამოშვება, რომლებიც ახლა ევროპაში დაწანწალებენ და ალიკაპი აქვთ ამოდებული. პატრონი იმ ალიკაპს მოხსნის და მერე ნახეთ, საქართველოში რა ტრაგედიები დატრიალდება. გამოცდილება უკვე შეიძინეს ევროპელი და ამერიკელი ფაშისტებისგან.

–  მეოცნებეები ამბობენ, რომ ივანიშვილმა ქართული პოლიტიკა შექმნაო. ეთანხმები?

– საქართველოში არ არსებობს პოლიტიკა. არსებობს მაფიოზულ-კრიმინალური სტრუქტურები, რომელიც ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული. ისინი დაუწერელი კანონებით მოქმედებენ და შერჩევით სამართალს ახორციელებენ. მეოცნებეებისთვის და ნეოფაშისტებისთვის შეიქმნა ასეთი ვითომ პოლიტიკა. ასპარეზზე ჩანან აქეთ-იქით მოხტუნავე პოლიტიკანები.

–  ბიზნესცენტრსაც აჩუქებს სახელმწიფოს?

–  არა, მისი ბიზნესი უკანონო გზითაა დაგროვებული. მისი კერძო საკუთრების შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა, არაფერი ვიცით. არც ის ვიცით, როგორია ამ კაპიტალის სტრუქტურა, რა მოცულობით არის წარმოდგენილი საქართველოში ან უცხოეთში. რომელ ქვეყნებში არსებულ ბანკებში აქვს ანგარიშები, ესეც გაურკვეველია.

ის ბიზნესცენტრი სადაც ააშენა, ამის გამო თავის დროზე თინა ხიდაშელმა სასამართლოში უჩივლა მას. სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, თუმცა შემდეგ დოკუმენტების გაყალბებისა და გავლენების გამოყენებით, ეს დოკუმენტაცია გააქრეს და გააბათილეს სასამართლოს გადაწყვეტილება. ის შენობა არ შეესაბამებოდა იმდროინდელი კანონმდებლობით არსებულ ნორმებს, უნდა დაქვემდებარებოდა დემონტაჟს, რადგან არქიტექტურულ შეუსაბამობაშია ისტორიულ უბანთან მიმართებაში,  მაგრამ სხვადასხვა ხრიკებით დაისაკუთრა და ააშენა ბიზნეს-ცენტრი, ხოლო თინა ხიდაშელი თავის გუნდში გადაიყვანა.

–  როდის უჩივლა ხიდაშელმა?

– თინა ხიდაშელმა ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს უჩივლა ბიძინა ივანიშვილს. მაშინ ქართუ ფონდის ცენტრალური ოფისის ტერიტორიასთან დაკავშირებითაც ასევე დავა იყო. მან იქ უკანონოდ მიისაკუთრა სხვა მესაკუთრეების მიწის ნაკვეთები, თუმცა ჩვენ არ ვიცით, ეს მიწები რამდენად იყო კანონიერი იმ მესაკუთრეებისთვის, რომლის დატაცება მოხდა ხუნტის დროს და შევარდნაძის ტირანიის დროს. რაც შეეხება ბიზნესცენტრის ტერიტორიას, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მშენებლობა შეჩერებული იყო. სასამართლო გადაწყვეტილება არსებობდა მის დემონტაჟთან დაკავშირებით. მერე ივანიშვილი სააკაშვილთან გავიდა ფინანსურ გარიგებაზე და ამიტომ თანამშრომლობდნენ. აფინანსებდა ბევრ საკითხებში და ბუნებრივია, ტყუილად არ აფინანსებდა. სარგებელი ჰქონდა ერთსაც და მეორესაც – ეკონომიკური და პოლიტიკური. ეს არ იყო ჰუმანიტარული დახმარება, როგორც საზოგადოების ერთ ნაწილს ჰგონია. ივანიშვილი აფინანსებდა საბჭოთა პერიოდის პრივილეგირებულ ინტელიგენციას და ესენი გამოიყენა როგორც პოლიტიკური აქტივი ხელისუფლებაში მოსასვლელად. აბა, ბიძინა ივანიშვილი შევარდნაძის რეჟიმის მიერ გაღატაკებულ ადამიანებს არასდროს დახმარებია. ან რატომ დაეხმარებოდა. ვინმეს ახსოვს იგი, სოციალური დიალოგისა და პასუხისმგებლობის ლოზუნგებით? არ დახმარებია სააკაშვილის ჯურღმულებიდან ნაწამებ ასეულ ათასობით უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს, სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსულმა, ისიც კი არ შეასრულა. დევნილებისთვის, სიტყვაზე, ერთი კორპუსიც კი არ აუშენებია და ცალკე დახმარება არ გაუცია.

მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვით – ვეტერანი ქალბატონი ნინო ფოფხაძე სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა თავისი საცხოვრებელი სახლიდან გამოაგდო ავადმყოფ შვილთან ერთად იმ მიზეზით, რომ ეს სამხედრო ბინები კარგ ადგილზე არისო. მერე ნახევრად სარდაფში შეყუჟული ივანიშვილის პრემიერობის დროს გამოაგდეს იმ სარდაფიდან. ქალბატონმა ნინო ფოფხაძემ გაჭირვებაში დალია სული. მისი ოჯახის წევრებიც ასეთ მდგომარეობაში არიან.

–   ბიძინა ივანიშვილმა ხომ მილიონები დახარჯა კულტურაზე. მოახდინა არა ერთი თეატრის რეკონსტრუქცია. არაფერს ვამბობ ეკლესია-მონასტრებზე, უნივერსიტეტზე, რომელიც ქუთაისში აშენდა, მან ააშენა 26 ობიექტი, რომელიც ქართუ ჯგუფს გადასცა და მათ შორის უამრავი ნაგებობები, პარკები და ა.შ. ეს ხომ არსად წაუღია?

– მან საპირწონედ ათმაგი აიღო სახელმწიფოსგან და ეს არ არის ქველმოქმედება. ქველმოქმედება ის არის, როცა უანგაროდ გასცემ და უკან არაფერს იღებ. ამ შემთხვევაში მან სახელმწიფოსგან ლარად იყიდა მიწები, ეს ხომ სახელმწიფო ქონება იყო. მის დაქვემდებარებაში გადავიდა მთელი სახელმწიფო ქონება. ფაქტობრივად, „ქართუ“ ჯგუფს რომ გადასცა ეს ქონება, ერთი ჯიბიდან ამოიღო და მეორე ჯიბეში ჩაიდო. ასე რომ, არც სახელმწიფოსთვის არაფერი გადაუცია და არც გაჭირვებული ხალხისთვის.  თუ მსოფლიო პოლიტიკა შეიცვალა, ის თავს შეიკავებს აქტიურ მდგომარეობაში ყოფნისგან. ჩრდილოვან ეკონომიკაში დარჩება და განახორციელებს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ საქმიანობას. სად წავიდა, რა, მონასტერში აღიკვეცა? ეს ისეა, სახლიდან წავედიო, რომ თქვა და ისევ იმ სახლში იყო და გეძინოს. მას, როგორც დიდი შოთა რუსთაველი ამბობს, „რასაცა გასცემ, შენია“, ამ ფორმით არაფერი გაუცია. შევარდნაძე-სააკაშვილის მიერ დატოვებული 10 მილიარდი საგარეო ვალი, რომელიც მაშინ ქვეყნის განვითარებას არ მოხმარებია, ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ორჯერ მეტად გაიზარდა, ანუ ის ყველაფერი, რაც გაკეთდა, ბიძინას ჯიბიდან კი არა, ხალხის ფულით გაკეთდა. 3 მილიარდი მოახმარა საქართველოსო, 3 მოახმარა თუ 10 მილიარდი, ბიძინას ქონებას არაფერი დაკლებია. პირიქით, ორჯერ მეტად გაიზარდა. 7 მილიარდი ჰქონდა და მოსვლის შემდეგ 15 მილიარდი გაუხდა. ლუარსაბ თათქარიძე მახსენდება, ბუზების დათვლაში, გაფრენილანო. ხომ უნდა მოკლებოდა მის მილიარდებს. ის 3 მილიარდი, რაც საქართველოს მოხმარდა, მის 7 მილიარდს არ უნდა გამოკლებოდა? 7-ს რომ 3 გამოვაკლოთ, ხომ ოთხია. მისი მილიარდები კი ორჯერ მეტად გაიზარდა. აი, ეს არის პირველი კლასის მათემატიკა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ასე მოტყუებულები არ ვიყოთ? საღად მოაზროვნე ადამიანებმა ეს ხელისუფლება თავისი ნაცებიანად უნდა დავასრულოთ ბრძოლის სწორი გზით, რომ ცოცხლები გადავრჩეთ და ეს ყველაფერი მოხდება პატიოსანი ადამიანების ერთად ყოფნით და დარაზმულობით.

ნანა სულავა, ალია

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    შევარდნაძის სასარგებლოდ აფინანსებდა სააკაშვილს თურმე

  2. ანონიმური

    შევარდნაძე და სააკაშვილი რამ გაყო?!

  3. ანონიმური

    შე ნაძირალა, ვიღაცა ხარ როდის და როგორ დაუთვალე ბიძინა ივანიშვილს, ან რა იშოვა ამ რა დახარჯა, შე ბოზის შვილო. ხალხი ხომ ხედავს რამდენი ააშენა და რამდენი დაახარჯა ხალხს. შე ბოღმა ნაძირალა.

  4. ანონიმური

    ივანიშვილი ვერ და არ მოიშლის ი ვ ა ნ “ა”შ ვ ი ლ ო ბ ა ს…

  5. ანონიმური

    კაცს სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია რა დაუნახავია ეს ხალხი რა

  6. ანონიმური

    xisdasheli ra bozandarac aris yvelam kargad viciT

  7. ანონიმური

    ეს ბოღმისგან გასკდომაზეა, უშველოს ვინმემ!

  8. ანონიმური

    უსინდისოები ხართ სტატიის ავტორიც და ამ გაზეთის რედაქციაც. უმადურობაზე საშინელება არაფერი არსებობს, ვაი თქვე საცოდავებო, ფეხს რომ კენჭს წამოკრავთ ისიც ბიძინას დააბრალეთ. თუ რამე გააკეთა ის სურენას მიაწერეთ. ფუი თქვენი უნამუსო ჯიში და ჯილაგი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.