ჯანდაცვის უწყება გადამზადებულ ექიმებს მისტიურად აკვირდებოდა – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მტკიცებით, სამედიცინო პერსონალის გადამზადება უწყებამ არაერთხელ განახორციელა. ამის შესახებ მინისტრმა მედიის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც covid-ის მეორე ტალღისთვის სამედიცინო პერსონალის გადამზადების საკითხს ეხებოდა.

ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ გადამზადების შემდეგ უწყება სამედიცინო პერსონალის გადამზადების ხარისხს მისტიური დამკვირვებლებით აკონტროლებდა. 

„არაერთი ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გვქონდა მხარდაჭერა, რომ ჩაგვეტარებინა სამედიცინო პერსონალის დატრენინგება; აქედან გამომდინარე, ჩვენი ექიმების გადამზადება მოხდა არა – ერთჯერადად, არამედ – მრავალჯერადად. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასევე, მისტიურად დაკვირვება, თუ რამდენად ხარისხიანად ჩატარდა თვითონ გადამზადების პროცესი. ეს პროცესი გრძელდება და იქნება უწყვეტი მანამ, სანამ საჭიროება არ დასრულდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

bmg.ge

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    aba tbiliselo bidzos monav samarcxvino arsebav jopalezo daicke

  2. ანონიმური

    მისტიურად აკვირდებოდა?! – აბა, ამათ რაღა უნდა ელაპარაკო, გიჟიც კი ამათზე ჭკვიანია, მისტიკოსი ვინ გყავთ?

  3. ანონიმური

    ….ჟანა დარკთან მეორე პალატაში, ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ…

  4. ანონიმური

    მადლობა თქვენ დაუღალავი შრომისთვის

  5. ანონიმური

    კარგად მუშაობთ ყოჩაღ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.