“ჯანდაცვის სამინიტრო ხელოვნურად აფერხებს COVIS-19-ის ტესტების რეგიტრაციას” – მარდალეიშვილის კლინიკის დირექტორი

მარდალეიშვილის კლინიკის დირექტორი, გიორგი კანდელაკი ჯანდაცვის სამინისტროს უპირისპირდება. ექიმი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამინიტრო ხელოვნურად აფერხებს კორონავირუსის ტესტების რეგიტრაციას და ლაბოტარორიების მიერ მათი შემოტანის პროცესს. კანდელაკი აცხადებს, რომ ეს არის არასწორი პოლიტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის კორონავირუსთან კლინიკური თვალსაზრისით ბრძოლის ეფექტურობას.

“სამწუხაროდ ჯანდაცვის სამინისტრო, სრულიად ხელოვნურად აფერხებს კლინიკური დიაგნოსტიკის თვალსაზრისით კორონავირუსის ტესტების რეგისტრაციას და ლაბორატორიების მიერ მათი შემოტანის პროცესს. ეს არასწორი პოლიტიკა, დიდ საფრთხეს უქმნის კორონავირუსთან კლინიკური თვალსაზრისით ბრძოლის ეფექტურობას. ჩვენ ვიმყოფებით ეპიდემიოლოგიური ტალღის დარტყმის პირას და დაუყოვნებლივ გვჭირდება ტესტები. ეს უნდა გაიგონ სამინისტროში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა. გთხოვთ, ექიმები გავერთიანდეთ ამ მოთხოვნის ირგვლივ!.” – წერს გიორგი კანდელაკი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.