ჯანდაცვის მინისტრის კლასტერი – “ეს შეიძლება ყველაზე დიდი და ყველაზე მძიმედ სამართავი კლასტერი იყოს!”

“ალიას” ექსკლუზიურად მოაწოდეს ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ,,ალიას” წყარო უყვება, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ორ თანამშრომელს (რომელთა სამუშაო ადგილია დიდუბეში, ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში) კორონავირუსი უკვე რამდენიმე დღეა დაუდასტურდა, შენობაში არც მუშაობა შეწყვეტილა, არც დისტანციურ რეჟიმზე გადასულან, არც დეზინფექცია ჩატარებული, არც თანამშრომელთა ტესტირება და მეტიც, ინფორმაციას მკაცრად ასაიდუმლოებენ.

“ალიას” ინფორმაციით, ჯანდაცვის ინფიცირებული თანამშრომლის ერთ-ერთ ახლო კონტაქტს (რომელიც არ არის სამინისტროს თანამშრომელი) კორონავირუსი დაუდასტურდა და ჯანდაცვის თანამშრომელმა ამის შემდეგ ჩაიტარა პისიარ ტესტირება და მასაც დაუდასტურდა ვირუსი.

,,ალიას” წყარო იმასაც უყვება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფიცირებული თანამშრომელი იჯდა საკმაოდ დიდი ზომის დარბაზში სხვა პირებთან ერთად. მას თუ არა, მასთან კონტაქტში მყოფებს ყოველ დღე უამრავ ადამიანთან უწევდათ შეხვედრა და შესაბამისად, კონტაქტების გამოკვლევის შეთხვევაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერი იქნება ქვეყანაში!

რატომ მალავს უკვე მერამდენე დღეა ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას და რატომ არ უტარებს საკუთარ თანამშრომლებს ტესტირებას, რატომ არ გადაჰყავს შესაბამისი სამსახური თვითიზოლაციაში და ონლაინ რეჟიმზე და რატომ აგრძელებს ბენეფიციარების მიღებას მაშინ, როცა მისი 2 თანამშრომელი უკვე ინფიცირებულია და დანარჩენთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასაც არ ფლობს? (ტესტირება არ ჩაუტარებია)

ალბათ, ჯანდაცვის მინისტრი გამოვა და იტყვის, პირველ დარტყმას ჩემ თავზე ვიღებ და იმიტომო – გახსოვთ, ალბათ, როცა ავტომობილის წინა სავარძელში ჩაჯდომაზე ვკითხეთ, მაშინ ზუსტად ასე გვიპასუხა.

ამასობაში, ბატონი ამირანი მედიას დახმარებას გვთხოვს და მოქალაქეობრივ ვალზე მიგვითითებს, დაგეხმარებოდით, ბატონო ამირან, მაგრამ ქალბატონ მინისტრს არ ესმის ჩვენი ხმა და აბა, როგორ?

ქალბატონი მინისტრი კი ითხოვს, ბათუმიდან ვინც დაბრუნდა, იზოლაციაში დარჩეს სახლში, სამსახურში არ წავიდესო, მაგრამ თავად მისი სამინისტროს თანამშრომლების დაავადებაზე ინფორმაციას არ ავრცელებს, იქ ნამყოფ ადამიანებს არ აფრთხილებს, თანამშრომლებს იზოლაციაში არ უშვებს და არ ტესტავს – ოთხმაგი სტანდარტია უკვე, ღმერთმანი. თუ არ ეშინია ჯანდაცვის სამინისტროს ამ ვირუსის, ჩვენ რატომ გვაშინებს? რატომ წვანან უსიმპტომო პაციენტები საავადმყოფოებში, რატომ დაიკეტა საზღვრები, დაიხურა სკოლები და ახლა უკვე აჭარაში შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა?

კონტაქტების მოძიების დაგვიანებისთვის და ინფორმაციის არგასაჯაროებისთვის კი, ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხია დადგება, იმედია!

“ალია” ელოდება ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარს და როგორც კი მოგვაწვდიან, ინფორმაციას აქვე გავაახლებთ.

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    რა სისულელეებს მიედ მოედებით?!

  2. ანონიმური

    რას მეზღაპრეობთ ალია?

  3. ნიკოლოზი

    სხვა უწყებებიც გადაამოწმეთ.
    ისევ ჩვეულებრივად ტარდება შეხვედრები, თანამშრომლები (8-10-12 ადამიანი) სხედან ერთ ოთახში.
    პრემიერი და საკოორდინაციო საბჭო ერთს გვეუბნება, რეალურად სხვა რამე ხდება. საჯარო უწყებები ტერორშია და ხმას არ იღებს არავინ, ამ დროს რიცხვები კატასტროფულად იზრდება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.