“ხშირად ვამბობთ, რომ არ გვყოფნის წამალი, ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, ღმერთისგანაა…”

ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი იბნევა, ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, გვახსოვდეს, ეს არის ღვთისგან, ღმერთი გვიგზავნის და ღმერთი მოგვმადლებს სიხარულს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„ადამიანის ცხოვრებაში მრავალი დღე და წელიწადია, როდესაც ჩვენ არ გვესმის, რა ხდება? რა მოვლენაა? დღევანდელი მდგომარეობა ეს გაუგებარი მოვლენაა, ადამიანი ვერ ახსნის ამ მოვლენას.

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ არ გვყოფნის წამალი, არ გვყოფნის სამკურნალო საშუალებები, სინამდვილეში ეს სულ სხვაა, ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელიც ღმერთისგანაა. ჩვენ გვინდა ავხსნათ ეს მოვლენები, მაგრამ ვერ ვხსნით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწაზე ბევრი მოვლენა ვერ აიხსნება ადამიანის გონებით და არ უნდა ვეცადოთ, ავხსნათ, მაგრამ ადამიანმა უნდა იფიქროს, რასთან დაკავშირებითაა ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა აკეთოს სიკეთე, უნდა თესავდეს სიყვარულს, ამიტომ ჩვენი ცხოვრების მიზანი უნდა იყოს ის, რომ სიყვარული, სიხარული გამოვიჩინოთ სხვა ადამიანის მიმართ.

ადამიანი, რომელიც აკეთებს სიკეთეს და თესავს სიყვარულს, ის უფრო გახარებულია, ვიდრე ის, რომელსაც უკეთებენ სიყვარულს. ამიტომ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ერთი რამ, ვიცხოვროთ სხვებისათვის, ვიცხოვროთ სიყვარულით.

ჩვენი ტაძარი სიყვარულმა ააშენა. მახსენდება ის დღეები, როდესაც მოვდიოდით ამ მშენებლობის ადგილზე და ვტკბებოდით, არაფერი არ იყო, არც საძირკველი, არც კედლები, მოვდიოდით და ვტკბებოდით და ეს სიტკბო გაგვყვება საიქიოს, ეს სიხარული და სიყვარული ჩვენთან იქნება. მშვიდობა სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან, თქვენს ოჯახებში, თქვენს შვილებში და თქვენს გარშემო.

არ დაიბნეთ, ხშირი შემთხვევაა, როცა იბნევა ადამიანი, როცა ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ღვთისგან, ღმერთი გვიგზავნის და ღმერთი მოგვმადლებს სიხარულს, მაშასადამე, უნდა გვახსოვდეს, ვიცხოვროთ სხვებისთვის და ღმერთი გამოგვიგზავნის დიდ სიხარულს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი. სიყვარული სიხარული და მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანია, მოთმინება უნდა გვქონდეს“

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    თუ ავადმყოფობა ღვთისგანაა და კარგია უწამლობა , ამას რას დაარბენინებენ გერმანიაში?

  2. აბსურდის მსოფლიო 99%თვის....პოლიხრონიააააა....

    SOS.ალია არა ხარ ღირსი მაგრამ , გულმა არ მოგვითმინა!. ამ ს ა ს ი ხ ა რ უ ლ ო დამაიმედებელ ინფორმაციას, პირველები გაიგებენ თქვენი ვებგვერდის საშუალებით, ქართველი მოსახლეობა და თვით ჯანდაცვის სამინისტრო?. დარწმუნებულები ვართ რომ, როგორც სხვა, ეს ინფორმაციაც, მათ არ ეცოდინებათ
    https://www.youtube.com/watch?v=XfHbxkPaaUM საქმე კ ო ვ ი დ-19 ე ხ ე ბ ა
    ეხლა ოფიციალური სამედიცინო წყაროებით, ვამოწმებთ ამ ინფორმაციის მართებულობას!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.