ხულოდან თბილისამდე მგზავრობა 3 ლარამდე გაიაფდა და განსხვავებას ივანიშვილი იხდის???

გუშინ გასაჯაროვდა აუდიტის დასკვნები, “ქართული ოცნების” დანახარჯებთან დაკავშირებით.

შემოსავალი “ქართული ოცნების” 5 მილიონ ნახევარია, ხოლო დანახარჯი 9 მილიონამდე.

ენმ-ის წევრი საკრებულოში, ლევან ხაბეიშვილი მედიასთან საუბრობს:

“ბევრად მეტი აქვთ დახარჯული, ვიდრე წერია, როგორ წარმოგიდგენიათ, თურმე ერთი ადამიანი ხულოდან თბილისამდე ჩამოიყვანეს 6 ლარად, მეტიც, იგივე ექვს ლარში შედიოდა უკან დასაბრუნებელი თანხა, ანუ, 6 ლარად ჩამოიყვანეს ხულოდან თბილისამდე და მერე უკან დააბრუნეს? წარმოუდგენელი ტყუილია! სინამდვილეში, იმაზე მეტი აქვთ დახარჯული, ვიდრე წერია, მათ შორის რეკლამებშიც – როგორ გგონიათ ამდენი “ტროლი” და “ბოტი” რომ ჰყავთ, მაგათ არ უხდიან?”

6 ლარი, თბილისამდე და უკან?

ანუ, ერთი გზა 3 ლარი?

ჩვენ ვცდილობთ ლევან ხაბეიშვილის სიტყვების გადამოწმებას, ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, იქნებ მგზავრობის ხარჯებს ივანიშვილი ფარავს და არ გვეუბნებიან?

იქნებ, გაიაფდა მგზავრობა და გვიმალავენ!

მივიტანოთ ივანიშვილის ყურამდე, იქნება მართლა სამი ლარია მგზავრობის საფასური ხულოდან თბილისამდე და განსხვავებას ივანიშვილი ფარავს, იქნებ?

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეს ხაბეიშვილიც მიაწიონ უკან იმ უგულავას კარგი იქნება

  2. ანონიმური

    როგორც გაწყობთ ისე ჭრით და კერავთ აუდიტის დასკვნებს ხო?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.