ხობში თავდასხმის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ხობში თავდასხმის შედეგად დაშავებულ 77 წლის ქალს გადაუდებელი ოპერაცია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ჩაუტარდა.

მედიკოსების თქმით, ქალს ბლაგვი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტუმრად მისულმა კაცმა მასპინძელი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მიმალვის მცდელობისას მან მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ქალს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ქალი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო დაჭრილი კაცი ხობის რეფერალურ საავადმყოფოში, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.