ხვალ 17 მაისია – რას აპირებს საპატრიარქო და ლგბტ თემი

ხვალ 17 მაისია – დღე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოს საპატრიარქოსა და ლგბტ თემის საჯარო დაპირისპირების საგანი ხდება.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ლგბტ საზოგადოება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, მართლმადიდებლური ეკლესია ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს ზეიმობს.

საპატრიარქოს გეგმა 

ხვალ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს.

უწმინდესის კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ:

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთ კვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა. 

ხოლო მისი კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას. 

ავტო-კოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ლგბტ თემის გეგმა 

ჩვეულებრივ ლგბტ საზოგადოება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა სახით აქცია-პერფორმანსით აღნიშნავს ხოლმე.

ვინაიდან ქვეყანაში ჯერ კიდევ, 22 მაისამდე, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რა დროსაც ყოველგვარი აქცია-მანიფესტაცია იკრძალება, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა რამდენიმე აქტივობაა დააანონსეს:

1 – პრაიდის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღირსების მარში წელს არ ჩატარდება, თუმცა გაიმართება ონლაინ დემონსტრაცია სოციალური ქსელის მეშვეობით.

2 – ამასთან ქვიარ ადამიანები გეგმავენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ გადმოფინონ ცისარტყელას დროშა სახლებიდან, ოფისებიდან, ბარებიდან, აივნებიდან თუ ფანჯრებიდან. „ერთად გავაფერადოთ თბილისი!“

3 – „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა კახა კალაძეს წერილით მიმართეს და მოუწოდეს , 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს. 

ამ უკანასკნელთან დაკავშირებით თბილისი მერიას ჯერ განცხადება არ გაუკეთებია და უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე.

primetime.ge

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    თქვენ სანამ მაგ ანძას ტრაკში არ გაგთხრით არ მოისვენებთ.

    1. ანონიმური

      😁😁

    2. იოსები იბესოი

      🤣🤣🤣🤣🤣

  2. პატრიოტი

    თქვენ სახში გინდა ფერადი დროშები დაკიდეთ და გინდა დაგიტყნიათ ერთმანეთი.ანძას არა დიშლას გაგიფერადებენ კიდე.ვაი თქვე საცოდავებო.წადით და იმკურნალეთ იქნებ რამე გეშველოთ.პ.ს.ეხლა ვინც რამე უწმაწური დამიწეროს იმის ოჯახს დებს და დედებს შესცა ჯამრთელმა ბიჭებმა ჩემი ვაჟკაცი ბიჭების თამადობით.

  3. ანონიმური

    გრანტიჭამიები თორემ ორიგინალი ლგბტქ ვინც არიან სახლებში სხედან

  4. Tato

    გადმოფინონ,დროშები,გვეცოდინება,მაინც,რამდენი,არიან,

  5. G.s

    Saqartveloshi ver moikidebt fexs vera sjobs daimalot .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.