ხვალიდან გერმანია ჩვენთვის საზღვარს ხსნის – ჩვენ – არა, ჩვენთან მხოლოდ ჩარტერული რეისებია ნებადართული!

გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მესამე ქვეყნებთან სამოგზაურო შეზღუდვებს 2 ივლისიდან, ეტაპობრივად შეამსუბუქებს. გერმანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, პირველ ივლისს მიიღო და შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გერმანიის ევროკავშირის საბჭოს მიერ რეკომენდირებული 15 ქვეყნიდან 11-ს გაუხსნის საზღვარს. დაშვებული ქვეყნების სიაში მოხვდა საქართველო, ავსტრალია, იაპონია, კანადა, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი. იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ჩინეთისთვის საზღვრები გაიღება, თუ საპასუხოდაც დაუშვებენ ისინი ევროკავშირის მოქალაქეებს მათ ტერიტორიაზე.

სამაგიეროდ, საქართველო არ ხსნის საზღვარს, საქართველოში ივლისის ბოლომდე მხოლოდ ჩარტერული რეისებია ნებადართული.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.